ჟიური

საერთაშორისო კონკურსის ჟიური

 

პეტრა სელისკარი – რეჟისორი და პროდიუსერი

პეტრა სელისკარი სწავლობდა ჰოლანდიის კინოსა და ტელევიზიის აკადემიაში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი კინორეჟისურაში. შემდეგ სწავლა ბრიტანეთში, შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც უკვე მაგისტრის ხარისხი მიიღო კინორეჟისურაში.  2001 წლიდან პეტრა მუშაობს, როგორც დამოუკიდებელი რეჟისორი და პროდიუსერი. მისი ფილმოგრაფია მრავალფეროვან, კრეატიულსა და მულტინაციონალურ დოკუმენტურ ფილმებს მოიცავს. 2003 წელს, მან დააარსა „Petra Pan Film Production“. 2006 წელს ის Eurodoc-ის კურსდამთავრებულია და ევროპის დოკუმენტური ქსელისა (EDN) და ევროპული კინოაკადემიის წევრია (EFA). თავისი ნიჭისა და მდიდარი გამოცდილების წყალობით, პეტრა როგორც რეჟისორი გამოირჩევა განსაკუთრებული სიღრმით, მგრძნობელობით, ძლიერი ნარატივითა და ინოვაციური მიდგომებით კინოდოკუმენტალისტიკაში. 2009 წლიდან ის არის თანადამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი კრეატიული დოკუმენტური კინოფესტივალისა MakeDox მაკედონიაში, სკოპიეში.

 

 

ონდრეი კამენიცკი – ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის One World-ის დირექტორი

ონდრეი კამენიცკი ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის One World-ის დირექტორია. სწავლობდა პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი ხელოვნებასა და დიზაინს უსტი-ნად-ლაბემის უნივერსიტეტში. One World მიჩნეულია, როგორც ყველაზე დიდი დოკუმენტური კინოფესტივალი ადამიანთა უფლებების შესახებ, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქსა და კიდევ 36 სხვა ქალაქში იმართება. კინოფესტივალი ორიენტირებულია ადამიანის უფლებებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, სოციალურ, პოლიტიკურ, გარემოსთან და მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საკითხებზე. აღნიშნული თემების შესახებ იმართება კითხვა-პასუხის სესიები, პანელდისკუსიები, ვირტუალური რეალობის ღონისძიებები, სოციალური მნიშვნელობის მქონე ფილმების ჩვენებები, კინოჩვენებები სკოლებში და ინდუსტრიული ღონისძიებები. One World ასევე აქტიურადაა ჩართული ფილმების დისტრიბუციასა და სხვადასხვა ფესტივალთან თანამშრომლობაში, არის ადამიანთა უფლებების კინოქსელისა და Green Film გაერთიანების წევრი და ორგანიზებას უწევს ამავე სახელწოდების კინოფესტივალს ბრიუსელში.  www.oneworld.cz

 

 

მარიამ ჭაჭია – რეჟისორი და პროდიუსერი

მარიამ ჭაჭია დაიბადა 1982 წელს. დაამთავრა შ.რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, დრამის ფაკულტეტი. 2009 წელს დააფუძნა  სარეკლამო კომპანია “ოპიო”. 2013 წელს კომპანია „ოპიოს“ ბაზაზე შეიქმნა მარიამის პირველი დოკუმენტური ფილმი „კიროვის ქუჩა #8“, რომელიც ფრანგული კინოცენტრის მიერაა დაფინანსებული. საფრანგეთთან წარმატებული კოლაბორაციის საფუძველზე, 2014 წელს მარიამი ქმნის კომპანია „ოპიოდოკს“, რომელიც დოკუმენტური ფილმების წარმოებასა და საგანმანათლებლო საქმიანობას ისახავს მიზნად. 2016 წელს მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს“, სხვა ჯილდოებთან ერთად DOK Leipzig-ის ოქროს მტრედის პრიზიორი გახდა. დღეს მარიამი „ოპიოდოკში“ საკუთარ ფილმებზე მუშაობს, როგორც რეჟისორი და პროდიუსერი. პრაქტიკული სამუშაოების გარდა იგი ატარებს ტრენინგებსა და მასტერკლასებს კინოდოკუმენტალისტიკის მიმართულებით. გარდა ამისა მარიამი ფრანგულ კომპანია DocMode-სთან ერთად ორგანიზებას უწევს პროექტს „ევრაზიადოკს“ და  ყოველწლიურად ეხმარება მრავალ ახალგაზრდა რეჟისორს თავიანთი დოკუმენტური ფილმების სცენარების განვითარებაში.

 

Focus Caucasus-ის ჟიური

 

ქენან ალიევი – Current Time TV-ის აღმასრულებელი რედაქტორი

2014 წლიდან ქენან ალიევი რუსულენოვანი ტელეარხის Current Time TV-ის აღმასრულებელი რედაქტორის პოზიციას იკავებს. როცა ტელევიზიამ მაუწყებლობა მსოფლიოს მასშტაბით რუსულენოვანი ხალხის დასაკავშირებლად დაიწყო. Current Time TV რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი პროექტია. ქსელი რეგულარულად აშუქებს კრეატიულ დოკუმენტურ ფილმებს, მათ შორის ისეთებსაც, რომელთა ჩვენებაც შინაარსის გამო აკრძალულია რუსეთში. 2017-2018 წლებში, ქენანი გახლდათ რედაქტორი ალისა კოვალენკოს მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმისა „სახლის თამაშები“. ამასთანავე ქენანი კოორდინირებას უწევს Current Time TV-ის მიერ განხორციელებულ  საკმაოდ წარმატებულ პროექტებს. მათ შორის არის ტელესერიალები „უცნობი რუსეთი“, ადამიანი რუკაზე“, „უკრაინაში“ და სხვა. 2016 წელს, ქენანს გადაეცა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მთავარი კორპორატიული ჯილდო და პრეზიდენტის ჯილდო მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის Current Time TV-ის  მაუწყებლობის წარმატებულ დაწყებაში.

 

 

ჩილა კატო – Astra Film Festival-ის პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ჩილა კატო Astra Film Festival-ის პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას 1998 წლიდან იკავებს. ის სელექციის კომიტეტის წევრი და სპეციალური პროგრამებისა და ვორქშოპების ორგანიზატორია. იგი ასევე Astra Film Junior-ისა და ამავე ფესტივალის ინდუსტრიული პროგრამის კოორდინატორია. მას გადაღებული აქვს მრავალი საინტერესო დოკუმენტური ფილმი, სხვადასხვა კინოფესტივალზე ჟიურის წევრიც იყო (Documenta Madrid, Dialektus Budapest, Docu Days Kiev).  ჩილა კატო სწავლობდა კულტურულ ანთროპოლოგიასა და კინოხელოვნებას ბუდაპეშტში, ლონდონსა და კანბერაში.

 

 

ტუე სტინ მიულერი – კინოკრიტიკოსი და კონსულტანტი

ტუე სტინ მიულერი 1947 წელს დაიბადა დანიაში. 1975-დან 1996 წლამდე დანიის კინოს საბჭოში ფესტივალის მენეჯერის, ფილმების კონსულტანტისა და ორგანიზაციის პრესსპიკერის პოზიციას იკავებდა. ის გახლავთ ბალტიის კინო და ტელე ფესტივალის (Balticum Film and TV Festival), ევროკავშირის დოკუმენტური ქსელისა (Documentary of the EU) და Filmkontakt Nord-ის თანადამაარსებელი. 1996-დან 2005 წლამდე ევროპული დოკუმენტური ქსელის დირექტორია და 2014 წელს, ორგანიზაციის მხრიდან დაჯილდოვდა ევროპულ დოკუმენტურ კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2006 წლიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასწავლის დოკუმენტურ კინოხელოვნებას, წერს საინტერესო სტატიებს ვებპორტალისთვის lmkommentaren. dk. ტუეს მიღებული აქვს არაერთი პრიზი, 2014 წელს Danish Roos Price-ი, 2016 წელს კი ლიტვის კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის.

A project of