რეგიონური კოორდინატორების ტრენინგი

 

 

 

 

 

 

 

 

 

CinéDOC-Tbilisi-ს რეგიონური კოორდინატორების ტრენინგისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყო!

 

საქართველოს, სომხეთისა და აზრებაიჯანის მოქალაქეებს, მათ ვისაც უყვარს დოკუმენტური კინო, ვისაც სურს კინოჩვენებებით და მინიფესტივალებით მრავალფეროვანი გახადოს თავისი რეგიონის ცხოვრება, ეძლევა უნიკალური შანსი, გახდეს CinéDOC-Tbilisi-ს რეგიონური კოორდინატორი!

 
CinéDOC-Tbilisi-ს რეგიონური პროგრამა მეოთხე წელია, რაც კავკასიაში წარმატებით მიმდინარეობს. წლევანდელი გამოშვების ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს 8-13 მაისს ჩაუტარდებათ ტრეინინგი. სპეციალურად მოწვეული უცხოელი ექსპერტები გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, დაეხმარებიან კინოჩვენებებისა და დისკუსიების პროგრამის მომზადებაში. შერჩეული მონაწილეები უფასოდ დაესწრებიან კინოჩვენებებსა და მასტერკლასებს. 

კინოფესტივალი უზრუნველყოფს მათ განთავსებასა და კვებას რეგიონური პროგრამის მიმდინარეობის დროს. ამასთანავე, ერთი წლის მანძილზე  კოორდინაციას გაუწევს მათ მიერ მომზადებულ მინიფესტივალებსა და რეგიონური კინოჩვენებებს. თითოეულმა მონაწილემ უნდა განახორციელოს მინიმუმ 3 კინოჩვენება. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.

პროექტში  მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ 2019 წლის 10 აპრილამდე, გამოგვიგზავნოთ ინგლისურ ენაზე  თქვენი რეზიუმე და ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი. გვაჩვენოთ კონკრეტული რეგიონის გარემო, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენ მიერ განხორციელებული პროექტი. რა ცვლილებებს მოუტანს კონკრეტული რეგიონის კულტურულ ცხოვრებას თქვენ მიერ ორგანიზებული მინიფესტივალები თუ კინოჩვენებები. ასევე  გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილების შესახებ.

A project of