ჟიური 2017

ჟიური 2017

 

საერთაშორისო საკონკურსო სექცია

 

გიდრე ბეინორუტე

Negative0-36-36(1)

გიდრე 1976 წელს დაიბადა. 2002 წელს დაამთავრა ლიტვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტი, მაგისტრის დიპლომით აუდიოვიზუალურ ხელოვნებაში. გადაიღო 8 მხატვრული და დოკუმენტური, მოკლე და საშუალომეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. მისმა დოკუმენტურმა ფილმებმა – საუბრები სერიოზულ თემებზე (Conversations On Serious Topics 2012), ბებია და ბაბუა (Grandpa and Grandma 2007) და ვულკანოვკა, გრანდ სინემას შემდეგ (Vulkanovka, After the Grand Cinema 2005) – ჯილოდოები მიიღო ფესტივალებზე უკრაინაში, ბელორუსიაში, პორტუგალიაში და ლიტვაში; საუბრები სერიოზულ თემებზე (Conversations On Serious Topics) 2013 წელს ოსკარზე ოფიციალურად იყო წარდგენილი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. 2007 წლიდან გიდრე ასწავლის სცენარის წერასა და რეჟისურას ლიტვის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში. გიდრე ბეინორუტე არის ლიტვის კინოხელოვანთა კავშირის და ევროპული კინო აკადემიის წევრი.

 

ული პფაუ

UlliPfau

ული პფაუმ (დაბადებული 1951 წელს) კარიერა 1978 წელს შტუტგარდში ARD/გერმანიის ტელევიზიაში დაიწყო, როგორც დოკუმენტური ფილმების და მუსიკალური პროგრამების რეჟისორმა. 1995 წელს მან პროდიუსერობას მიჰყო ხელი და მუშაობდა EuroArts Medien AG- ისთვის. 2003 წელს, ის EIKON Media Berlin-ში დოკუმენტური ფილმების ხელმძღვანელად დაინიშნა. 2017 წლიდან ული მუშაობს, როგორც ფრილენსერი პროდიუსერი დოკუმენტური ფილმების და მუსიკის ახალ ფორმატზე. თავისი კარიერის განმავლობაში ული პფაუ დაახლოებით 150 ფილმის პროდიუსერი და თანაპროდიუსერი იყო. მისი ნამუშევრები უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოებითაა აღიარებული (Deutscher Filmpries, ემმი-ს და გრემი-ს ნომინაციები, პიბოდის ჯილდო).

 

 

გენადი კოფმანი

unnamed

პროდიუსერი, პროგრამების დირექტორი Docudays UA, IDFF (კიევი, უკრაინა). უკრაინის კინომატოგრაფიის ეროვნული სააგენტოს ექსპერტი. 90-იან წლებში მან დააარსა MaGiKa Film Company – ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი საპროდიუსერო კომპანია უკრაინაში – რომელიც ხარკოვში მდებარეობს (www.magikafilm.com.ua). 2003 წლიდან ის არის Docudays UA-ს, ადამიანების უფლებების საერთაშორისო ფესტივალი კიევში, ერთ-ერთი დამაარსებელი (www.docudays.org.ua). კოფმანი რამდენიმე მოკლე და ანიმაციური ფილმის პროდიუსერია. ის ასევე არის ოცზე მეტი დოკუმენტური ფილმის რეჟისორი და 35 ფილმის პროდიუსერი, როგორებიცაა: ევროს მიღმა (Beyond the Euro), ცისარტყელა ყარაყუმის უდაბნოს ცაზე (Rainbow Over the Karakum Desert), ვაგრიჩი და შავი კვადრატი (Vagrich and the Balck Square), მუდმივი ცეცხლი (The Living Fire). ეს ფილმები შერჩეული და დაჯილდოვებული იყო ისეთ ფესტივალებზე როგორიცაა Hot Docs ტორონტო, კრაკოვის კინო ფესტივალი, ოდესის კინო ფესტივალი.

 
 
 

Focus Caucasus

 

ნანა დოლიძე

unnamed (5)

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 1991 წლიდან-დღემდე მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ეწევა სამეცნიერო კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ტელეკომპანიებში (მათ შორის პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“). არის კინოსა და ტელევიზიის მიმართულებით 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. უნივერსიტეტის პარალელურად, 2013 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სადაც კურირებს კინოს მიმართულებას და სხვა განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად 2016 წლიდან ხელმძღვანელობს ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნებისა და დაცვის პროექტს.

 

ირინა დემიანოვა

_1040791а (1)

ირინა დემიანოვა სცენარისტი, კინოკრიტიკოსი, მინსკის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის “ლისტაპადის” დოკუმენტური პროგრამების დირექტორია. მას გერასიმოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის ხარისხი აქვს კინოხელოვნებაში და ბელარუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხი ფილოლოგიაში. ირინა მუშაობდა, როგორც სცენარის რედაქტორი და დოკუმენტური ფილმების სტუდიის “ლეტოპისის” ხელმძღვანელი, ეროვნულ კინო ცენტრში “ბელარუსფილმი”. ასევე იყო დოკუმენტური ფილმების და სატელევიზიო პროექტების სცენარისტი. დემიანოვა არის ბელორუსიის სამხატვრო აკადემიის ლექტორი.

 

 

 

ოქსანა სარქისოვა

oksanasarkisova-photo

ოქსანა სარქისოვა არის Blinken OSA არქივების მკლევარი ევროპის ცენტრალურ უნივესიტეტში (CEU), Verzio ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი (ბუდაპეშტი) და ვიზუალური კვლევების პლატფორმის თანადამაარსებელი CEU-ში. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები რეცენზირებად ჟურნალებში და კრებულებში კინოს ისტორიაზე, ნაციონალისტურ პოლიტიკაზე, თანამედროვე რუსულ და აღმოსავლეთ ევროპულ კინოზე და სამოყვარულო ფოტოგრაფიაზე. ის იყო მოწვეული პროფესორი ეოტვოს ლორანდ უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი) და ვილიამს კოლეჯში (ამერიკა). ორგანიზებული აქვს საზაფხულო სკოლები დოკუმენტური კინოსთვის, იყო სხვადასხვა ვორქშოფების ტუტორი და ჟიურის წევრი საერთაშორისო ფესტივალებზე ნიურბერგში, კიევში, ზაგრებში, ვარშავაში და ვენეციაში.

 
 
 

CivilDOC

 

ბარბორა ჰუდეჩკოვა

unnamed (1)

ბარბორა ჰუდეჩკოვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფესტივალის, One World-ის პროგრამებისა და რეგიონალური ჩვენებების კოორდინატორია. მონაწილეობს ფილმების შესარჩევ პროცესში და პასუხისმგებელია ჩეხეთის საკონკურსო კატეგორიების განსაზღვრაზე. ბოლო 19 წლის განმავლობაში One World-ი გახდა ადამიანის უფლებების ყველაზე დიდი ფესტივალი მსოფლიოში, იმართება პრაღაში, ჩეხეთის 32 ქალაქსა და ბრიუსელში. People in Need-ის მიერ ორგანიზებული ფესტივალი ადამიანის უფლებების ფართო დეფინიციაზე მუშაობს. შესაბამისად, პროგრამა აერთიანებს ფილმებს პოლიტიკურ მიზეზებსა და განვითარებებზე, სოციალურ თემებზე, გარემოს დაცვასა და ცხოვრების სტილზე. ფესტივალი მიმართულია საერთაშორისო თანამშრომლობაზე. არის ადამიანის უფლებების და მწვანე კინოქსელის აქტიური წევრი. ბარბორა სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს და აღმოსავლეთ ევროპის კვლევებს ლატვიის, დასავლეთ ბოჰემიისა და ჩარლზის უნივერსიტეტებში (ჩეხეთი).

 

მაჩეი ნოვიცკი

unnamed (2)

მაჩეი ნოვიცკი (1973) იურისპუდენციას და პოლონურ ფილოლოგიას სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში. ამჟამად ნოვიცკი ადამიანის უფლებების ჰელსინკის ფონდის (პოლონეთი) – ევროპის წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სფეროში – კოლეგიის ვიცე პრეზიდენტია. ის არის საერთაშორისო ფესტივალის Watch Docs თანადამაარსებელი და დირექტორი, რომელიც ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია ევროპაში. ნოვიცკი Future Docs-ის კონცეპტის ავტორია, ეს არის ევროპული პლატფორმა კრეატიული შეხვედრებისთვის ადამიანის უფლებების დამცველებსა და დოკუმენტალისტებს შორის. ნოვიცკი კინო ფონდის სოციალური ინსტიტუტის თანადამაარსებელი და კოლეგიის პრეზიდენტია. ის არაერთხელ ყოფილა ადამიანის უფლებებსა და დოკუმენტურ კინოსთან დაკავშირებული დებატების მონაწილე და ჟიურის წევრი (IFF Rotterdam, Venice FF, One World Prague, Docudays UA etc.).

 

დანიელ აბმა

unnamed (3)

დანიელ აბმა 1978 წელს ნიდერლანდებში დაიბადა. დაწყებითი განათლების დასრულების შემდეგ ბერლინში გადავიდა, სადაც ახალგაზრდებთან მუშაობდა და რეჟისურის შესწავლა დაიწყო პოცდამში Film University Babelsberg-ში. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი Beyond Wriezen ნაჩვენები იყო ბევრ საერთაშორისო ფესტივალზე და მრავალი ჯილდოც მოიპოვა, მათ შორის, პრესტიჟული გერმანული პრემია Grimme. მისი სადებიუტო ფილმი „ტრანზიტ ჰავანა“ 2016 წელს გამოვიდა ნიდერლანდების და გერმანიის კინოთეატრებში. დანიელი იღებს პერსონაჟზე დამყარებულ დოკუმენტურ ფილმებს სოციალურ საკითხებზე, რომლებიც ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია. კინოს გარდა, ის მუშაობს, როგორც მასწავლებელი, ატარებს ტრენინგებს და ლექციებს დოკუმენტური ფილმების გადაღებაზე და არის დოკუმენტური ფილმების პროექტების ტუტორი.

 

A project of