ფესტივალის ჟიური 2015

საერთაშორისო საკონკურსო სექცია

 დებრა ციმერმანი (აშშ)

Debra Zimmerman11111დებრა ციმერმანი ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაციის – Women Make Movies აღმასრულებელი დირექტორია 1983 წლიდან.  ორგანიზაციის მიზანი ქალი პროდიუსერების დახმარებაა. აღნიშნული პროგრამა უკვე ასობით ქალს დაეხმარა ფილმის გადაღებაში. ამჟამად, ორგანიზაცია ქალების მიერ გადაღებული ფილმების უდიდესი დისტრიბუტორია. WMM-ის პროგრამების ფილმებს Sundance-ის ფესტივალზე არაერთი გამარჯვება მოუპოვებიათ, ხოლო გასული რვა წლის მანძილზე, რამდენჯერმე იყო ოსკარზე ნომინირებული. ციმერმანი ხშირად უწევს მოდერატორობას  Sundance-ის ფესტივალის, MIPDOC-სა და Reel Screen-ის პანელებს; პარალელურად, ის მასტერკლასებსაც ატარებს. დებრა ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს IDFA-სთან და Talk of the Day-ის თანაწამყვანია. ციმერმანი საზაფხულო კინოსკოლაშიც ასწავლის. 2013 წელს, ტორონტოში, დებრამ Doc Mogul-ის ჯილდო მოიპოვა Hot Docs-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

 

 

 დანიელ შპონსელი (გერმანია)

Daniel Sponselდანიელ შპონსელი 1964 წელს დაიბადა გერმანიაში. ჰამბურგის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ის ფოტოგრაფიას სწავლობდა, ხოლო მიუნხენის ტელევიზიისა და კინოს უნივერსიტეტში კინომცოდნეობას ეუფლებოდა. მან მრავალი ცნობილი დოკუმენტური ფილმის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, როგორც სცენარისტმა, რეჟისორმა და ოპერატორებმა; მათ შორის არის „DER LETZTE DOKUMENTARFILM“ (უკანასკნელი დოკუმენტური ფილმი).  2002-2009 წლებში ის დოკუმენტალისტიკისა და სატელევიზიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ასწავლიდა მიუნხენის ტელევიზიისა და კინოს უნივერსიტეტში. ამჟამად შპონსელი სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სასწავლო დაწესებულებაში კითხულობს ლექციებს. მას არაერთი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული დოკუმენტური კინოს თეორიისა და პრაქტიკის შესახებ.

 

 

ანაის დეზრიო (საფრანგეთი)

Anaïs DESRIEUXანაის დეზრიომ (საფრანგეთი) ბაკალავრიატი ხელოვნების განხრით,  2007 წელს, ადელაიდის (ავსტრალია) უნივერსიტეტში დაამთავრა, ხოლო მაგისტრის ხარისხი კინომცოდნეობაში 2009 წელს, ავინიონის უნივერსიტეტმა მიანიჭა (საფრანგეთი).  2008 წელს FIDMARSEILLE-სთვის (საერთაშორისო კინოფესტივალი, მარსელი) ფილმების შერჩევა დაევალა. 2009 წელს, მექსიკაში, Ambulante-ს საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს შეუერთდა, სადაც პროგრამების განყოფილებაში დაიწყო მუშაობა, ხოლო 2010-2012 წლებში ფილმების შერჩევის კომიტეტის წევრიც იყო. 2013 წლის ოქტომბერში პროგრამების განყოფილების უფროსი გახდა და ასევე მუშაობდა ფილმების შერჩევის კომიტეტში Cinema du reel-სთვის (საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი, პარიზი).  ის ParisDOC-ის თანაავტორია და ამჟამად თავად ხელმძღვანელობს მას. ParisDOC ფესტივალის პროფესიული პლატფორმაა, რომლის მიზანიც დოკუმენტური ფილმების წარმოების მხარდაჭერაა.

 

 

ჰედვა გოლდშმიდტი (ისრაელი)

Hedva Goldchmidt2ჰედვა გოლდშმიდტი Go2Films-ის – ისრაელში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორია. კომპანია 2005 წლიდან ფუნქციონირებს. მანამდე ის Ma’ale-ის კინოსკოლის სადისტრიბუციო განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ასევე გრაფიკულ დიზაინერად და ილუსტრატორად მუშაობდა. ამჟამად ჰედვა Gesher-ის მულტიკულტურული კინოფონდისა და ისრაელში არსებული სხვადასხვა კინოსკოლის დისტრიბუციის კონსულტანტად მუშაობს. მას სტუმრად იწვევენ ისეთ მნიშნველოვან საერთაშორისო ფესტივალებზე, როგორიცაა Hamburg IFF, Fipa Biarritz, Krakow IFF და სხვ. გოლდშმიდტი ასევე კითხულობს ლექციებს თემებზე – ისრაელის კინო და დისტრიბუცია. -ის კოორდინირებას უწევს Italian Terentino District Council-ის ხვადასხვა პროექტს, რომელთა მიზანიც ისრაელში მაცხოვრებელი, თითქმის ყველა რელიგიური მრწამსის მქონე ქალთა წახალისება და გაძლიერებაა.

 

 

ინეკე სმიტსი (ნიდერლანდები)

Ineke Smitsინეკე სმიტსი როტერდამის ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა; მოგვიანებით, როგორც სცენარისტმა და რეჟისორმა, ინგლისის ეროვნული კინოსა და ტელევიზიის სკოლაში მაგისტრის ხარისხი აიღო. 2001 წელს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „Magonia“ გამოვიდა, რომელმაც სტამბოლში „ოქროს ტიტა“ მოიპოვა, ხოლო კოლუმბიაში – The Circulo Precolombino de Oro.  მისი მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის  „ყაზბეგელი მფრინავის“ პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვაზე შედგა.  ასევე, მოიპოვა  Commersant Press-ის პრიზიც Moscow FF-ზე და მონაწილეობას იღებდა European Film Academy-ის საკონკურსო სექციაში. 2003 წელს ინეკეს დოკუმენტური ფილმი, სახელად „პუტინის დედა“ გახდა ჯილდოს მფლობელი,ხოლო 2005 წელს გადაიღო ფილმები „შავი ოქრო“ და „Notecka Forest“. ორივე ფილმის პრემიერა ამსტერდამში, IDFA-ს დოკუმენტურ კინოფესტივალზე, „Silver Wolf“-ის საკონკურსო სექციის ფარგლებში შედგა.  მისი მომდევნო დოკუმენტური ფილმი – „ტრანზიტი დუბაიში“- IDFA-ს ფარგლებში აჩვენეს, რომელმაც Gdansk FF-ზე აუდიტორიის ჯილდოც მოიპოვა. 2014 წელს მისი ფილმი – „დადექი პრეზიდენტის გვერდით“ – წარმოდგენილი იყო IDFA-ს ჰოლანდიური ფილმების საკონკურსო სექციაში.

 

 

FOCUS CAUCASUS

 

მარტიჩკა ბოჟილოვა (ბულგარეთი)

Martichka Bozhilovaმარტიჩკა ბოჟილოვა AGITPROP-ის პროდიუსერია 1999 წლიდან. ამ კუთხით მან ითანამშრომლა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა გერმანია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, იტალია, აშშ, საბერძნეთი, კვიპროსი, ხორვატია და რუმინეთი. მისი ფილმები შერჩეული იქნა ისეთი ფესტივალებისთვის, როგორიცაა კანი, ბერლინალე,  IDFA, ტორონტო, Sundance, Tribeca, Pusan და სხვ., სადაც მან არაერთხელ მოიპოვა ჯილდოც. მის ფილმებს შორისაა: „გიორგი და პეპლები“ (Silver Wolf, IDFA 2004), „კოღოს პრობლემა და სხვა ამბები“ (Cannes 2007), „დერეფანი #8“ (Berlinale 2008), „ბიჭი, რომელიც მეფობდა“ (Toronto IFF 2011), „შავი ზღვის უკანასკნელი პირატები“ (Visions du Reel, HotDocs 2013) და „სიყვარული და ინჟინერია“ (Tribeca 2014). ბოჟილოვა Balkan Documentary Center-ის დამფუძნებელი და დირექტორია, ასევე EDN-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრადაც გვევლინება. მარტიჩკამ კანის MIPDOC-ზე International Trailblazer-ის ჯილდო მოიპოვა შემოქმედებითობის, სიახლის, ორიგინალურობისა და დოკუმენტურ კინოში ნათქვამი ახალი სიტყვისთვის.

 

 

 ნინო ორჯონიკიძე (საქართველო)

Nino Orjonikidzeნინო ორჯონიკიძე დოკუმენტური კინოს რეჟისორი და პროდუსერია. მან კარიერა რუსთავი 2-ში, ტელე-რეპორტიორად დაიწყო. ლონდონის უნივერსიტეტის Goldsmiths-ის დამთავრების შემდეგ, ნინო საპროდუსერო კომპანიის „Artefact Production“-ის (საქართველო) ფარგლებში ფილმებს იღებს და წარმოების პროცესს უძღვება. ის რამდენიმე ფილმის ავტორია, მათ შორისაა „ინგლისურის მასწავლებელი“ (Focus Caucasus-ის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – Cinedoc 2013) და „ალცნეი“, რომლებიც 2009-2010 წლებში, DOK Leipzig, Krakow Film-ის ფესტივალსა და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე იყო ნომინირებული. ამჟამად, ნინო დოკუმენტური კინოს ხელოვნებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ასწავლის. მისი ფილმოგრაფია შემდეგ ფილმებს მოიცავს (თანარეჟისორი – ვანო არსენიშვილი): „Asylanten“ (2004); „ხიდი“ (2005); „ალცნეი“ (2009); „ინგლისურის მასწავლებელი“ (2012); „პლატფორმა“ (ამჟამად – წარმოების პროცესში).

 

 

 აუდრიუს სტონისი (ლიტვა)

Audrius-Stonysაუდრიუს სტონისი კინორეჟისორი და პროდუსერია. პარალელურად, ლიტვის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში ასწავლის. მის ფილმებს მრავალი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული.  მათ შორისაა, აუდიტორიის პრიზი Nyon-ზე, Split -ის გრან პრი და პრიზები ბორნჰოლმის, ფლორენციის, გიორის, ნიუ-ბრანდენბურგის, ობერჰაუსენის, ბილბაოსა და სან-ფრანცისკოს ფესტივალებზე. 1992 წელს, სტონისის დოკუმენტურმა ფილმმა „უსინათლოთა დედამიწა“,  European Film Academy-ის ჯილდო მოიპოვა, როგორც წლის საუკეთესო ევროპულმა დოკუმენტურმა ფილმმა. 2004-2005 წლებში, აუდრიუსი ასწავლიდა დოკუმენტურ კინოს  დანიის ევროპული კინოს კოლეჯში. ის ლექციებსა და მასტერკლასების მართავს ისეთ ქალაქებში როგორიცაა ტოკიო, მოსკოვი, ბელგრადი, ბარსელონა, სან-ფრანცისკო, პარიზი და სხვ.

 

A project of