2017 წლის გამარჯვებულები

საერთაშორისო საკონკურსო სექცია

მთავარი ჯილდო: ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ (რეჟისორი  პაველ ლოზინსკი)

Nawet-nie-wiesz-jak-bardzo-cię-kochamYou-have-no-idea-how-much-I-love-you_trailer_eng_sub_dir.Pawel_Lozinski

„ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ“ დედისა და შვილის მტკივნეულ  ურთიერთობას წარმოგვიდგენს პროფესიონალური და მხატვრული კინემატოგრაფიული  ხერხების გამოყენებით: დედას, შვილსა და თერაპევტს შორის ურთიერთობის  სამკუთხედის საშუალებით ფილმში წარმოდგენილია განსაკუთრებულად ინტენსიური  სესიები, რომლებიც გვასწავლის საკუთარი თავის მიმართ მეტ მიმღებლობას.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: ნორმალური აუტისტური ფილმი (რეჟისორი  მიროსლავ იანეკი)

„ნორმალური აუტისტური ფილმი“ ყველაფერია, გარდა სტანდარტულისა, რომელშიც ნაჩვენებია ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სამყარო. საინტერესო ხერხების გამოყენებით ფილმი გადმოგვცემს მათ განსხვავებულ და აბსოლუტურად რეალურ საშუალებებს, გამოხატონ თავიანთი თავი სხეულის ენის, მუსიკისა და პოეზიის გამოყენებით.

CIVIL DOC სექცია

მთავარი ჯილდო: ადა მერად (რეჟისორი  პაუ ფაუსი)

ფილმში ნაჩვენებია აქტივისტი ადა კოლაუს განსაკუთრებული მოგზაურობა ბარსელონას მერად გახდომის გზაზე. სათემო მოძრაობის გულწრფელი ენერგია იმედის მომცემია და ბევრ ადამიანს უბიძგებს, მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფილმი გვაჩვენებს, რომ დემოკრატიული პროცესების გამოყენებით შესაძლებელია რაღაცის მიღწევა, მათთვისაც კი, ვისაც არც სიმდიდრე აქვს და არც არანაირი სახსრები.

დიახ, თქვენ ამას შეძლებთ!

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: ვენერა (რეჟისორი  ლეა გლობი, მეტე კარლა ალბრეხშტეინი)

ახალგაზრდა ქალების თავიანთ სექსუალობაზე ასეთი გულწრფელი და ღია საუბარი ადასტურებს, რომ ეს შეიძლება გამათავისუფლებელი იყოს, როგორც პროტაგონისტებისთვის, ისე მაყურებლისთვის.

ავტორებმა შეძლეს პროტაგონისტებისთვის შეექმნათ დაცული სივრცე და ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მშვენიერი შედეგები შეიძლება გამოიღოს დაცულობამ და გულწრფელობამ. მხოლოდ წარმოდგენა თუ შეგვიძლია, თუ როგორი იქნებოდა სამყარო, თუ მეტი ასეთი სივრცე გვექნებოდა.

ჩვენ გვჯერა, რომ ამ ფილმს შეუძლია წამოიწყოს დისკუსიები ისეთ საკითხებზე, რომლებიც ასეთი ახლოა ყოველი ჩვენგანისთვის.

FOCUS CAUCASUS სექცია

მთავარი ჯილდო: დიდუბე, ბოლო გაჩერება (რეჟისორი  შორენა თევზაძე)

ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯილდოვდება ფილმი, რომელსაც ადამიანური ისტორიების თხრობის გამორჩეული უნარი ახასიათებს. მაყურებელი მთავარი გმირების ცხოვრების იმ წვრილმანებსაც კი ეცნობა, რომელიც სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი დაგვრჩებოდა. ეს ძალიან პირადული, ამაღელვებელი ისტორიაა, ფილოსოფიური, თანაგრძნობით და იუმორით გაჯერებული. ფილმში პერსონაჟების ხასიათი ზუსტი დეტალებით არის გადმოცემული. რეჟისორი ახერხებს გაგვხადოს არა მხოლოდ დროის დინების, არამედ მთავარი გმირების ცხოვრების მონაწილეც. იცვლება წელიწადის დროები, იქვლებიან პოლიტიკოსები, მაგრამ უცვლელი რჩება ძირითადი ადამიანური ღირებულებები. ფილმი პატარა ავტოსადგურზე, როგორც მთელს სამყაროზე. ფოკუს კავკასუსის გამარჯვებულია „დიდუბე, ბოლო გაჩერება“, რეჟისორი – შორენა თევზაძე.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა: კოცონი და ვარსკვლავები (რეჟისორი  საშა ვორონოვი)

ჟიურის სპეციალური ჯილდო გადაეცემა საშა ვორონოვის ფილმს „კოცონი და ვარსკვლავები“. ფილმი გვაცნობს პერსონაჟების პირადულ მოგზაურობას, რომელიც ქმნის ახალ მუსიკალურ ენას ტრადიციულობისა და მოდერნულობის კომბინირებით.

სტუდენტური ჟიურის ჯილდო

უცხო სამოთხეში (რეჟისორი  გუიდო ჰენდრიქსი)

მაყურებლის რჩეული

ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ (რეჟისორი პაველ ლოზინსკი)

CinéDOC-Young ჯილდო

საუბრები სერიოზულ თემებზე (რეჟისორი  გიდრე ბეინორუტე)

A project of