ვორქშოპი 2014

10730905_766063976785857_4397995736437853482_n

ფესტივალი  CinéDOC–Tbilisi ყოველწლიურად   ორგანიზებას უწევს  ვორქშოპებსა და ინდუსტრიულ შეხვედრებს  კინორეჟისორებისა და პროდუსერებისათვის. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ვიწვევთ დოკუმენტური კინოს პროფესიონალებს რომლებიც პროექტის განივთარების ფარგლებში, სესიებსა და პრეზენტაციაებში იღებენ მონაწილეობას.

სხვადასხვა დროს ჩვენი სტუმრები იყვნენ: კატია ვილდელმუტ (შესყიდვების მენეჯერი –  MDR), პოლ პოუველს ( EDN– ევროპის დოკუმენტური ქსელის დირექტორი), სიმონე ბაუმან (გერმანელი პროდიუსერი), ლუჩიანო ბარისონე (VDR დოკუმენტური კინოფესტივალის დირექტორი), ემილი კლეიმან  (Arte, საფრანგეთი), ულდის ცეკულის (პროდიუსერი,ლატვია),  იზაბელ არატე ფერნანდეს (IDFA Bertha  Found),  ტუე სტეენ მულერ  (დოკუმნეტური ფილმის  ექსპერტი , დანია), პიტერ საიმს  (პროდიუსერი,ინგლისი), ჰანს რობერტ ეიზენჰაუერ (პროდიუსერი,გერმანია), საშა კლეინ (პროდიუსერი,ისრაელი),  და ა.შ

2012 წელს განვახორციელეთ  ვორქშოპი “Docstories Black Sea”  IDFA და IDFA Academy-სთან პარტნიორობით. ვორქშოპის ფინანსური მხარდაჭერები იყვნენ:  Media Mundus Programme (EU), ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო და საქართველოს ეროვნული კინო ცენტრი.

ვორქშოპზე მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის რეგიონის 25–ზე მეტმა  ქვეყანამ.

“Docstories Black Sea განხორციელდა სამ ეტაპად : თბილისში (საქართველო); სიბიუში (რუმინეთი) და ამსტერდამში (ნიდერლანდების სამეფო) ამსეტრედამის ფესტივალის (IDFA ) ფარგლებში.

Docstories საქართველო არის ვორქშოპი, რომელიც განკუთვნილია ქართველი დოკუმენტური კინო რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის.  Docstories საქართველო გაიმართა ფესტივალის პარალელურად, რომელიც ეხმარებოდა  რეჟისორებს საკუთარი პროქტების განვითარებაში, რათა შექმნათ საერთაშორისო დოკუმენტური ბაზრის სტანდარტების შესაბამისი საპრეზენტაციო პაკეტი.

ვორქშოპი მოიცავდა მასტერ კლასების სერიას, ჯგუფურ მუშაობას, საპრეზენტაციო ტრენინგებს, Pitching ფორუმებსა და პირისპირ შეხვედრებს.

მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული რეჯისორები, პროდიუსერები, რედაქტორები, გაყიდვების აგენტები და დოკუმენტური კინოს კონსულტანტები ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეებს ეხმარებოდნენ მათი პროექტების განხორციელებაში.

ვრცელი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე 

A project of