ჟიური 2013

ჟიურის წევრები

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრები:

Paul Powelsპაულ პაუელსი (ბელგია)

პოლ პაუელსი არის ევროპის დოკუმენტური ქსელის სტრატეგიული (EDN)დირექტორი. EDN წარმოადგენს დოკუმენტური ფილმების უმნიშვნელოვანეს ქსელს, რომელსაც ჰყავს 1000-ზე მეტი მომხმარებელი და ითვლის 50-ზე მეტი წლის აქტივობას. პოლი ასევე უწევდა მენეჯმენტს ბელგიურ საპროდუქციო კომპანიას (Congoobvba). მისი სამუშაო რეზიუმე მოიცავს მრავალმხრივ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც სატელევიზიო, ასევე პროდუქციის კუთხით. ის იყო მედია აკადემიის – ETMA-ს მენეჯერი, ბელგიური საზოგადომაუწყებლის (VRT)-ის‘commissioning editor’, გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება დოკუმენტურ ფილმწარმოებაში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრისათვის. ამასთანავე, პაული არის ევროვიზიის დოკუმენტური ვროქგრუფის წევრი, ტუტორი, მოდერატორი და ექსპერტი მრავალ ვორქშოფსა და სემინარში.

 

Tue Steen Muellerტუე სტეენ მიულერი (დანია)

დაიბადა 1947 წელს. იმუშავა დანიურ კინემატოგრაფიაში მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ ფილმებზე 20-ზე მეტი წლის განმავლობაში, როგორც დისტრიბუციის ხელმძღვანელმა და რედაქტორმა. იგი არის ავტორი სტატიებისა ადგილობრივ და საერთაშორისო ბეჭდურ მედიაში, თანადამაარსებელი Balticum Film-ს, TV-Festival Filmkontakt Nord  Documentary-ის. ტუეს 40-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ჩატარებული სემინარები და კურსები. 2006 წლიდან დამოუკიდებელი კონსულტანტი და პედაგოგი დანიურ და ევროპულ დოკუმენტალისტიკაში, ასევე პრაღაში, Ex-Oriente-ში სასწავლო განყოფილების უფროსი 2008 წლამდე. პიჩიგის ფორუმის უფროსი DOCSBarcelona-ში, პროგრამის კონსულტანტი ბელგრადის ფესტივალი Magnificent7-თვის, DocsBarcelona, DoxBox  დამასკოში, მასწავლებელი დოკუმენტურ კინო სკოლაში ძელიგ, ბოლზანო (იტალია). ევროპული სატრენინგო პროგრამა Storydoc-ის ხელმძღვანელი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების პროექტებისათვის 2010-11. ასევე, ბალტიის ზღვის ფორუმის, Archidoc და DocStories Black Sea სესიის, DocMeeting Buenos Aires  და ტრეინინგ კურსების ტუტორი. ასევე, Bridging the Gap in Edinburgh. ნაწერებს აქვეყნებს შემდეგ ვებ-გვერდზე www.filmkommentaren.dk

 

Victoria Belepolskayaვიქტორია ბელოპოლსკაია (რუსეთი)

დაიბადა 1963 წელს მოსკოვში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერისტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1986 წლიდან მუშაობს ფილმის კრიტიკოსად. ასევე, რედაქტორად რუსეთის კულტურის არხზე და პროგრამის დირექტორად ArtDocFest-ზე (რუსულენოვანი დოკუმენტური ფილმების ფესტივალი; მოსკოვი, რუსეთი). მან აარჩია ფილმები, რომლებიც შეირჩა რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა კავშორში ლაიფციგის დოკუმენტური კინოს ფესტივალისათვის და ასევე თანამშრომლებს IDFA-სთან (დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი – ამსტერდამი), როგორც რუსული ფილმების კონსულტანტი. ამას გარდა, იგი თანამშრომლობს რამდენიმე ეროვნულ და საერთაშორისო კინო ფესტივალებთან, როგორც პროგრამისტი, რუსეთში შექმნილ დოკუმენტურ ფილმებზე სპეციალიზებით.

 

კონკურსი Focus Caucasus – ჟიურის წევრები:

 

Petr Kostorhyzპეტრ კოსტორხიზი (ჩეხეთის რესპუბლიკა)

დაიბადა 1972 წელს ჩეხოსლოვაკიაში. დამთავრებული აქვს ფილოსოფიისა და ხელოვნების ფაკულტეტი Charles University-ში (პრაღა). 20 წელიწადზე მეტი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში ისეთ რეგიონებში, როგორიც არის: ჩრდილოეთ კავკასია, აზერბაიჯანი, ავღანეთი, პაკისტანი, სირია და სამხრეთ სუდანი. 2010 წლიდან ცხოვრობს საქართველოში, მუშაობს ნორვეგიის დევნილთა საბჭოში (NRC), კაკასიის რეგიონის დირექტორის პოზიციაზე. NRC-ში მუშაობის დროს პეტრ კოსტორხიზმა დააფინანსა ორი დოკუმენტური ფილმი IDP თემაზე. პიტერ კოსტორხიზი გატაცებულია დოკუმენტური ფილმებით – იგი თანამშრომლობდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტურ კინოფესტივალთან “One World” (პრაღა), რომელიც ორიენტირებულია ადამიანების უფლებებზე.

 

Lela Ochiauriლელა ოჩიაური

ფილმის კრიტიკოსი, ხელოვნების დოქტორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს პროფესორი, ხელოვნების რედაქტორი გაზეთისაათვის – ,,რეზონანსი“. მთავარი რედაქტორი გაზეთისათვის – ,,გალაქტიონი“. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1981/82 წლებში გაიარა სტაჟირების პროგრამა მოსკოვის ფილმის ისტორიისა და თეორიის უნივერსიტეტში. იგი გახლავთ მრავალი წიგნის ავტორი და თანაავტორი. აქვს არაერთი პუბლიცისტური ნაშრომი თანამედროვე კულტურასთან დაკავშირებით. აქვს მიღებული მრავალი ჯილდო. მათ შორისაა: საქართველოს კინოგაერთიანების ჯილდო ,,ნოსტალგია“ 1986 წელს გამორჩეული მუშაობისათვის; ,,კავკასიონი“ საუკეთესო საგაზეთო პუბლიკაციის პრიზი მისი ნაშრომისათვის – “Mama Roma” (1991); აჭარის რეგიონალური თეატრალური გაერთიანების პრიზი (2007) და ა.შ.

 

Marina Drozdovaმარინა დროზდოვა (რუსეთი)

კარიერა დაიწყო როგორც კინოკრიტიკოსმა, აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს არტგაზეთებსა და ჟურნალებში რუსეთში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა – “Battement” (თანაავტორი და თანარეჟისორი, 1995) მიიღო ჯილდო ევროპის კინოფესტივალზე. ნაჩვენები იყო Arte-სა და სხვა სატელევიზიო მაუწყებლებში. მრავალი წლის განმავლობაში იგი ჩართული იყო კინოს კვლევით საქმიანობაში და ქმნიდა ისტორიულ-ვიზუალურ კონტექსტს დოკუმენტური ფილმებისათვის. იმავე პერიოდში მან დაიწყო დოკუმენტური ფილმების წარმოება კინოისტორიის შესახებ, რაზეც ის 10 წელიწადი მუშაობდა. ავტორია რამდენიმე ნოველის, რომელიც მოგვითხრობს რუსული კინოისტორიის ალტერნატიულ ვერსიას. ამჟამად Russia-wide TV “Culture”-ზე მუშაობს, როგორც დოკუმენტური ფილმების მენეჯერი და პროდუქციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამასთანავე, ის არის Flahertiana-ს (საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი, მოსკოვი, რუსეთი) არტ-დირექტორი.

A project of