ღონისძიებები 2013

მასტერკლასები და სპეციალური ჩვენებები

CinéDOC TBILISIპროფესიონალებს, მაყურებლებს გთავაზობთ კინოსეანსებსა და მასტერკლასებს. Doctories Georgia-ს ფარგლებში, ქართველი კინოპროფესიონალებისათვის ტარდება ვორქშოფი. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. ეს მასტერკლასები და პრეზენტაციები ჩატარდება გოეთს ინსტიტუტში. დამატებით, ფართო საზოგადოებას საშუალება მიეცემა უფასოდ დაესწროს მასტერკლასებსა და კინოსეანსებს.

  1. მასტერ კლასი: Working with the French/German Broadcaster Arte

16 ოქტომბერი, 2013, 14:45, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

ფრანგულ-გერმანული ტელემაუწყებელი Arte არის ევროპის დოკუმენტური კინოწარმოების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ინვესტორი.Arte ხელს უწყობს როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი რეჟისორების კინოპროექტების განხორციელებას მთელი მსოფლიოდან. პლენარისტები: ემილი კლაინმანი (Arte საფრანგეთი) და ჰანს-რობერტ აიზენჰაუერი (ექსპროგრამების კოორდინატორი Arte გერმანია, Ventana Films-ის დირექტორი)

  1. მასტერკლასი: ადამიანის უფლებები ფილმში/მკვლელობის სცენა

17 ოქტომბერი 2013, 17:00 სთ, კინოთეატრი რუსთაველი, დარბაზი 4

,,Movie that matter Foundation“-ის მხარდაჭერით, ფესტივალი წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე საკამათო, სხვადასხვა ფესტივალებზე გამარჯვებულ დოკუმენტურ ფილმს ,,მკვლელობის სცენა“ – რეჟისორი ჯოშუა ოპენჰაიმერი. მოძალადე დამნაშევეებმა მილიონზე მეტი კომუნისტი მოკლეს. მკვლელები არ არიან დასჯილები და ისინი დღესაც დიდი გავლენით სარგებლობენ, მათ კორუმპირებული პოლიტიკოსებიც უჭერენ მხარს. ეს ადამიანები ამაყად იხსენებენ თავიანთ სასტიკ ქმედებებს კომუნისტების წინააღმდეგ და სისხლისღვრის ეფექტურ მეთოდებს წარმოგვიდგენენ. ანვარ კონდო და ჰერმან კოტო აღფრთოვანებით შეხვდნენ ფილმის რეჟისორის იდეას, რომ კიდევ ერთხელ, ამჯერად დოკუმენტური ფილმისთვის გაეთამაშებინათ მკვლელობები. ისინი გულმოდგინედ იწყებენ მსახიობების ძებნას, საგულდაგულოდ ქმნიან კოსტუმების დიზაინს და განიხილავენ შესაძლო სცენარს.

  1. სპეციალური ჩვენება/წინა ჩვენება: ,,ფუსი პუტინის წინააღმდეგ“

18 ოქტომბერი 2013, 16:00 სთ. კინოთეატრი რუსთაველი, დარბაზი 4

დოკუმენტური ფილმი ,,ფუსი პუტინის წინააღმდეგ“ მოგვითხრობს ისტორიას ცნობილი რუსული პანკ დაჯგუფების, ,,ფუსი რაიოტის“ პროტესტის შესახებ. რეჟისორები ტაისია კრუგოვხი და ვასილი ბოგატოვი ფემინისტურ, პანკ-როკ ჯგუფის საპროტესტო გამოსვლებს პირველივე დღიდან თან ახლდნენ. გოგონებმა არასანქცირებული, პარტიზანული გამოსვლები ავტობუსის გაჩერებებზე მოაწყვეს. ყველაზე ცნობილი და უჩვეულო პროტესტი მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში ჰქონდათ. 2012 წლის 3 მარტს დაჯგუფების ორი წევრი ნაძეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა ხულიგნობის მუხლით დააპატიმრეს. მესამე წევრი ეკატერინა სამუტსევიჩი 16 მარტს აიყვანეს. რეჟისორებმა მოვლენები ფირზე აღბეჭდეს. გადაიღეს სასამართლო პროცესი, სადაც ,,ფუსი რაიოტის“ სამივე წევრს სასჯელი ,,ხულიგნობა რელიგიური ზიზღის საფუძველზე“ გამოუტანეს. თითოეულ მათგანს ორ-ორი წელი მიესაჯა.

A project of