2013 წლის გამარჯვებულები

გამარჯვებული ფილმები (დაჯილდოება)

CinéDOC Tbilisi აცხადებს გამარჯვებულ ფილმებს. საერთაშორისო კონკურსის ჯიურის წევრები გახლდნენ: პოლ პაუელსი (ბელგია), ტუე სტეენ მიულერი (დანია) და ვიქტორია ბელოპოლსკაია (რუსეთი). “Focus Caucasus”-ის ჟიურის წევრები იყვნენ: პეტრ კოსტორხიზი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ლელა ოჩიაური (საქართველო) და მარინა დროზდოვა (რუსეთი).

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის საუკეთესო ფილმი: ,,სათამაშოები“

CinéDoc Tbilisi-ის პირველ ფესტივალზე მთავარი პრიზი გადაეცა ლინა ლუზიტეს ფილმს ,,სათამაშოები’’. საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის ჯიურის მოტივაცია:

პირველი პრიზი – ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით – გადაეცა დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ისეთ გარემოში იქნა შექმნილი, რომელშიც დემოკრატია კვლავაც ასე ნანატრია და ყოველდღიურად, ხალხი იბრძვის ღირსეული ცხოვრებისათვის. რეჟისორი ახერხებს ხელში ჩაიგდოს უცნაური ატმოსფერო დოკუმენტრუ ფილმში, რომელიც გვაოცებს მისი ორიგინალური სტილით და ახერხებს პირდაპირ მაყურებლის გულში მოხვედრას. ეს დოკუმენტური ფილმი შექმნილია ადგილას, სადაც დრო თითქოს გაჩერებულია და შექმნილია საკუთარი და განსაკუთრებული სამყარო. ჟიურიმ დააფასა ძალზედ უჩვეულო კინომატოგრაფიული სტილი, ავტორის ხედვა დეტალებისადმი და წარმტაცი თხრობა ამბისა, რომელიც ყველა მიმდევრობას ცვლის და თავისებურს ხდის. ჟიურიმ ასევე დააფასა პატივისცემა – თვით სიყვარული – რომლის საშუალებითაც ძირითადი პერსონაჟები არიან წარმოდგენილნი.

ჟიურის სპეციალური ჯილდო: ,,პნომ პენ ძილისპირული”

ჟიურის სპეციალური ჯილდო CinéDocTbilisi-ს პირველ ფესტივალზე გადაეცა პაუელ კლოცს ნამუშევრისთვის ,,პნომ პენ ძილისპირული”. საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის ჟურის მოტივაცია:

ჟიურის სპეციალური ჯილდო გადაეცა დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც აცდუნა ჟიური მისი სინემატოგრაფიული ხარისხით და დამაინტრიგებელი გმირით. ძლიერი სურათებისა და შტამბეჭდავი და კარგად დაბალანსებული საუნდტრეკის საშუალებით რეჟისორი გვაცნობს საზოგადოებას, რომელიც რეალურად განსხვავებულია იმ პრიალა სურათებისგან, რომლებსაც სამოგზაურო სააგენტოების ბროშურებში ვპოულობთ. ამ ფილმის თითოეული სცენა გამოირჩევა იშვიათი ინტიმურობით, რაც მაყურბელს აახლოებს კაცის შინაგან ბრძოლასთან, იყოს კარგი ცუდ სამყაროში. გარდა ამისა, რეჟისორი ახერხებს წარმოაჩინოს მეორე ფენა პირადი ისტორიის დასაწყისში: მუდმივი სკანდალი, ქალისა და ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა საზოგადოებაში, რომელიც ზოგჯერ სრულიად უკანონოდ გამოიყურება.

 

ჟიურის აღნიშვნა – საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა: „Outro”

ჟიურის აღნიშვნა CinéDocTbilisi-ს პირველ ფესტივალზე გადაეცა ჯულია პანასენკოს მისი „Outro”-სათვის. საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის მოტივაცია:

დოკუმენტური ფილმი, რომელიც მაყურებელს მკვეთრ ემოციებს აღუძრავს: პანკ დოკუმენტური კინორეჟისურა!  როგორც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა უწოდა ფილმს. რაიმე დათმობების გარეშე და ძალზედ უშუალო სტილით, ფილმი მაყურებელს გადაისვრის მომხიბლავი, მაგრამ ტრაგიკული მთავარი გმირის ცხოვრების ბოლო კვირეებში. როგორც აუდიტორიას, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მხოლოდ მადლიერნი, რომ ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელიც ფილმის ბირთვია, რეჟისორს უფლება მისცა მის მოგზაურობას ბოლომდე გაჰყოლოდა. შედეგად, მივიღეთ ამაღელვებელი დოკუმენტური ფილმი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს დაგვაფიქრებს ჩვენს ცხოვრების წესზე.

 

,,Focus Caucasus’’ საკონკურსო სექცია: საუკეთსო დოკუმენტური ფილმი ,,ინგლისელი მასწავლებელი“

,,Focus Caucasus’’ – საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – ,,ინგლისელი მასწავლებელი“ (საქართველო) რეჟისორები: ნინო ორჯონიკიძე და ვანო არსენიშვილი.

,,Focus Caucasus’’-ის საკონკურსო სექციის ჟიურის მოტივაცია:

პროგნოზირებადი და არაპროგნოზირებადი კონფლიქტები თანამედროვე და ძველ მიდგომებს შორის სამყაროს შესახებ ცოდნასთან მიმართებით ფილმის გმირებს შორის და ფილმის სცენარი.

Focus Caucasus – ჟიურის აღნიშვნა: ,,ერთხელ სხვა დროს“

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა გადაეცა ორ ფილმს, რომლებიც გვაჩვენებენ დოკუმენტური კინოს საპირისპირო მხარეებს. ორივე ფილმი მათსავე სტილით მოგვითხრობს გადარჩენისათვის ბრძოლის ტრაგიკულ ისტორიაზე. ჟიურის სპეციალური აღნიშვნა გაადეცა კინო დღიურს ,,ერთხელ სხვა დროს“, რეჟისორი ალექსანდრ ბაევი (საქართველო).

Focus Caucasus – ჟიურის აღნიშვნა: ,,თავისუფალი დრო“

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა გადაეცა ორ ფილმს, რომლებიც გვაჩვენებენ დოკუმენტური კინოს საპირისპირო მხარეებს. ორივე ფილმი მათსავე სტილით მოგვითხრობს გადარჩენისათვის ბრძოლის ტრაგიკულ ისტორიაზე. მეორე ჟიურის აღნიშვნა გადაეცა ფილმს ,,თავისუფალი დრო“, რეჟისორი გურქან გერტეკი (თურქეთი) ვიზუალური კონცეფციისათვის.

 

ხალხის რჩეული: ,,სინანულის სიმღერები“  

ქართულ აუდიტორიას, რომელიც CinéDoc-ის ჩვენებებს დაესწრო, მოეწონა ფილმი ,,სინანულის სიმღერები“, რეჟისორები ამანდა სანსი და მიქელ გალოფრე (ესპანეთი). ფესტივალზე მომუშავე ჯგუფმა შეაგროვა ათასობით ხმა და ქულების გამოთვლით გამოავლინა ყველაზე მოსაწონი ფილმი აუდიტორიისთვის. დაჯილდოების ცერემონიამდე ნახევარი საათით ადრე მათ დაასრულეს გამოთვლა და დათვლა! ,,სინანულის სიმღერებმა“ გახსნა CinéDocTbilisi-ის ჩვენებები და რეჟისორი ამანდა სანსი ჯერ კიდევ თბილისში იმყოფებოდა. მან ჯილდო ,,ხალხის რჩეული“ ცერემონიის მსვლელობისას მიიღო.

A project of