ჟიური

ჟიური 2018

 

საერთაშორისო საკონკურსო სექცია

 

Negative0-36-36(1)

ლენა პასანენი

ლენა პასანენმა კარიერა 1988 წელს ფინური ახალი ამბების სააგენტოში, ჟურნალისტის ამპლუაში დაიწყო, თავიდან როგორც რეპორტიორმა, შემდეგ კი პოლიტიკურმა კომენტატორმა. 1993 წელს ის შეუერთდა YLE-ს, ფინურ სამაუწყებლო კომპანიას, სადაც ის რეპორტიორად, პოლიტიკური ამბების კომენტატორად, ვიცერედაქტორად და ახალი ამბების გამოშვების წამყვანად მუშაობდა. 1999-და 2000 წლებამდე ის დოკუმენტური კინოს პროგრამას ხელმძღვანელობდა ამავე სატელევიზიო კომპანიაში.

ტელეკომპანიაში, ახალი ციფრული მიმართულებების დაფუძნების შემდეგ, იგი კულტურული, დოკუმენტური და მხატვრული პროგრამების ხელმძღვანელად დაინიშნა Teema-ზე (არხზე, რომელიც ორიენტირებულია კულტურის, მეცნიერებისა და განათლების მიმოხილვაზე). აღნიშნულ პოზიციაზე ლენა 2005 წლამდე დარჩა, შემდგომ კი მუშაობა ევროპული დოკუმენტური კინოს კავშირის დირექტორად გააგრძელა კოპენჰაგენში. 2008 წელს ის დაბრუნდა ტელევიზიაში კულტურის პროგრამების კოორდინატორად, ასევე მედიასა და მომხმარებელთან ურთიერთობის მთავარ მრჩევლად. 2011-2017 წლებში ის მუშაობდა ბუდაპეშტში, უნგრეთის წამყვან ფინურ ინსტიტუტში. ამავდროულად, იყო ფინეთის საელჩოს კულტურის ატაშე. ამჟამად ის ლაიფციგში, გერმანიაში მუშაობს საერთაშორისო დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალის მენეჯერად და კრეატიულ დირექტორად. როგორც გამოცდილი ექპერტი, ის რეგულარულად ატარებს ლექციებსა და ტრენინგებს; უძღვება სხვადასხვა პროგრამას, მაგალითად EDN, Discovery Campus, EURODOC and Television Business School. ის იყო 1999 წლის EURODOC-ის გამოშვების და საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის წევრი Hot Docs-ზე. ის აგრეთვე IDFA-ს ფორუმის, INPUT და the Bonnier’s Journalistic Award in Finland-ის საბჭოს წევრი გახლდათ, ასევე, ჟიურის წევრი იყო არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორის Sundance-ისა და IDFA -ს ფესტივალებზე.

 

UlliPfau

ვილანდ შპეკი

ვილანდ შპეკი, რეჟისორი, მსახიობი და პროგრამისტი Berlinale-ს პანორამის სექციის მთავარი კურატორი იყო 1993-დან 2017 წლამდე. ამჟამად Berlinale-ს საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური პროგრამის მრჩეველია.

შპეკი 1951 წელს დაიბადა ფრაიბურგში, ხოლო 1972 წლიდან ბერლინში ცხოვრობს. გერმანულ ლიტერატურას, დრამასა და ეთნოლოგიას სწავლობდა ბერლინის ფრეის უნივერსიტეტში.

70-იან წლებში ვიდეო და კინოპროექტებზე მუშაობდა, იყო მწერალი და გამომცემელი. გარდა ამისა, რამდენიმე აღიარებული რეჟისორის ფილმში აქვს როლი შესრულებული, მათ შორის არიან: დევიდ ჰემინგსი, რობერტ ვან აკერენი, უილრიხ ოტინგერი და იან პრინგლი. 70-იანი წლების ბოლოს Tali-Kino-ს ხელმღვანელობდა, დამოუკიდებელ არტ-ჰაუს კინოთეატრს ბერლინ-კრეუზბერგში. როგორც რეჟისორმა, ვილანდ შპეკმა მოღვაწეობა რამდენიმე დოკუმენტური და არტ ვიდეოს გადაღებით დაიწყო. 1979-1981 წლებში რეჟისურას სწავლობდა სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტში. რამდენიმე სატელევიზიო და კინოპროდუქციის ავტორია, მათ შორისაა „ვესტლერი – აღმოსავლეთ კედელი“ (1985) და „გაქცევა ცხოვრებიდან“ (2000). იგი მუშაობდა ისეთ კინო ინსტიტუციებსა და ღონისძიებებში, როგორიცაა Filmhaus Berlin, Filmbüro Baden-Württemberg და ბერლინის ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. იგი ასევე ასწავლიდა კინოს სხვადასხვა სასწავლებელში. 1900-1998 წლებში ის Landesfilmförderung Berlin-ისა და Hamburger Filmförderung საბჭოს წევრი იყო.

1982 წლიდან ვილანდ შპეკი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პანორამას სექციაზე მუშაობს. 1982-1992 წლებში ის სექციის ხელმძღვანელის, მანფრედ სალცგებერის, ასისტენტი იყო, მის მოვალეობებში მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და სპეციალური პროგრამების როგორც სამხატვრო, ასევე ორგანიზაციული საკითხების მოგვარება შედიოდა. 1987 წელს ბერლინალეს Queer კინო Tedy Award-ის დაწესების ინიციატორი გახდა. 1992 წელს ვილანდ შპეკი პანორამა სექციის დირექტორად დაინიშნა. 2017 წელს მან კურატორობა თავის დიდი ხნის თანამშრომლებს მიანდო.

ვილანდ შპეკი მრავალი გერმანული და საერთაშორისო კინოფესტივალის კურატორი იყო და ასევე აგრძელებს კინოსფეროში მოღვაწეობას, როგორც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი.

 

 

unnamed

სტეფან ტოლცი

თბილისსა და კიოლნში მცხოვრები სტეფან ტოლცი მრავალი ჯილდოს მფლობელი რეჟისორი და მრავალმხრივი გამოცდილების მქონე პროდიუსერია. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, ის 30-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი გახდა. მისი რეჟისორობითა და პროდიუსერობით, 30-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა. იგი Filmpunkt-ის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საპროდიუსერო არტ-ჰაუს დოკუმენტური ფილმების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია გერმანიაში. მათ ბოლო ნამუშევრებს შორისაა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული  თომას რაიდელშეიმერის „ქარზე დაყრდნობით – ენდი გოლდვორთი“ და ჰაიდი სპეკონას „აფრიკული დღიური“. სტეფანის ნამუშევრებს შორისაა სამი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი საქართველოსა და კავკასიაზე. ის ასევე მხარს უჭერს ნიჭიერ ადამიანებსა და მედიაპროფესიონალებს რეგიონიდან, როგორც  მედია ჯილდოს ADAMI-ს პროგრამის დირექტორი, ეს არის ჯილდო აღმოსავლეთ ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისთვის. სტეფან ტოლცს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – ის გერმანიისა და საქართველოს მოქალაქეა.

 

Focus Caucasus

 

unnamed (5)

ჰამა ჰარუკა

2001 წლიდან იამაგატას საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის კოორდინატორი და 2015 წლიდან „ტოკიოს ოფისის“ დირექტორი ჰამა ჰარუკა, აგრეთვე მუშაობს Cinematrix-ისთვის, ტოკიოში დაფუძნებული ფილმების სადისტრიბუციო კომპანიაში. ჰამას კოორდინირებით, იამაგატას საერთაშრისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა პროექტები: “Okinawa: Nexus of Borders: Ryukyu Reflections,” “Islands / I Lands – Cinemas in Exile,” “Vista de Cuba” და მრავალი სხვა. ჰამა სიმარკუსის კურატორული გაერთიანების თანადამფუძნებელია. ის ასევე ფილმების პროგრამის კურატორი იყო 2016 წლის Aichi Triennale-ზე, სადაც მისი პროდიუსიერობით გადაღებული, რეჟისორ ტაკამინე გოს ფილმის Hengyoro (Queer Fish Lane) პრემიერა გაიმართა.

 

 

_1040791а (1)

რომან ბონდარჩუკი

რომან ბონდარჩუკმა კიევის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა (იური ილიენკოს კლასი). მისმა სადიპლომო ფილმმა „ტაქსის მძღოლი“ რუსეთის კრიტიკოსთა გილდიის თეთრი სპილოს პრიზი და Kinoshok-ის ღია კინოფესტივალის გრან პრი დაიმსახურა. „უკრაინელი შერიფები“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი იყო, რომელიც  ჟიურის პრიზით აღინიშნა IDFA 2015-ზე, ასევე მოიპოვა გრან პრი ფესტივალზე Docs Against Gravity, ფილმი 50-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს, მათ შორის იყო Toronto Hot Docs და 2017 წელს უკრაინის მხრიდან ოსკარზეც იყო წარდგენილი. „ვულკანი“ (2018) მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. რომან ბონდარჩუკი საერთაშორისო ადამიანის უფლებების კინოფესტივალის Docudays UA-ს სამხატვრო ხელმძღვანელია.

 

 

oksanasarkisova-photo

ჯული ნედერკორნი

ჯული ნედერკორნმა (1984) 3 წლის წინ დაიწყო მუშაობა ნიდერლანდებში, ფონდში The Movies that Matter. ის ადგენს და კოორდინირებას უწევს პროგრამა „აქტივისტს“, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საკონკურსო პროგრამაა ფესტივალზე the Movies that Matter, რომელიც ჰააგაში იმართება. პროექტი ორგანიზებულია Amnesty International-თან თანამშრომლობით, ღონისძიების ფარგლებში საზოგადოება ეცნობა დოკუმენტურ ფილმებს ადამიანის უფლებათა დამცველებზე, რომლებსაც მონაწილეობისთვის ფესტივალზე იწვევენ.

გარდა ამისა, ჯული მუშაობს ამავე ფესტივალის საერთაშორისო მხარდაჭერის პროგრამაზეც, რომელიც პოპულარიზაციას უწევს და მხარს უჭერს მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებათა თემაზე არსებული ფილმების ჩვენებას. ჯული Human Rights Film Network-ის მდივანია, რომელიც 40-ზე მეტი მსგავსი ფესტივალის თანამეგობრობას წარმოადგენს. გარდა ამისა, 2015 წელს ის შეუერთდა მოხალისეთა სამეზობლო კომიტეტს Amsterdam East-ს, რომელიც ყოველ თვე აფინანსებს მცირე პროექტებს. ჯულიმ ბაკალავრის ხარისხი კულტურულ ანთროპოლოგიასა და განვითარების კვლევებში რედბაუდის ნეიმეგენის უნივერსტიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი კონფლიქტურ მეცნიერებებსა და ადამიანის უფლებებში უტრეხტის უნივერსიტეტში მოიპოვა.

 

CivilDOC

 

unnamed (1)

ანდრეა კუნი

ანდრეა კუნი ნიურენბერგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო კინოფესტივალის ხელმძღვანელია.

მან კარიერა დაიწყო როგორც კინოს მკვლევარმა, ხოლო 2000-დან 2009 წლამდე ერლაგენის მუნჯი კინოფესტივალის StummFilmMusikTage-ის ხელმძღვანელი იყო.

ანდრეა კუნი 2008-09 წლებში მართავდა ადამიანის უფლებათა ფილმების ქსელს, საერთაშორისო ასოციაციას, რომელშიც ამჟამად მოიცავს 42 ადამიანის უფლებათა თემატიკის კინოფესტივალს მთელი მსოფლიოდან. ასევე ის ANHAR-ის (ადამიანის უფლებათა თემისადმი მიძღვნილი არაბული ფილმების ქსელი) ასოცირებული წევრი და Dox Box e.V-ის კომიტეტის წევრია, რომელიც DOX BOX-ის სირიის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამოჩნდა და არატრადიციულ მხარდამჭერ ორგანიზაციად იქცა. ის ფოკუსირებულია არაბულ სამყაროში დოკუმენტალისტების შესაძლებლობების გამყარებასა და გაფართოებაზე, ამავდროულად, ხელს უწყობს სამართლიანობის ფასეულობებისა და პრინციპების, ღირსებისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას.

ამჟამად ანდრეა ბავარიის კინოფესტივალის ასოციაციის თავმჯდომარეა, ევროპული კინოაკადემიის წევრი და ver.di-ს (გერმანიის პროფესიული კავშირის გაერთიანების)  Festivalarbeit სექციის დამაარსებელი, რომლის მიზანია მოხალისეებისა და კინოფესტივალის თანამშრომლების პირობების გაუმჯობესება.

ანდრეა კუნი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის Stiftung Medico International-ის საბჭოს წევრია, ესაა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია, რომელიც ჯანდაცვაზე, როგორც ადამიანურ უფლებაზე აკეთებს აქცენტს და რომელმაც 1999 წელს ნობელის პრემია მიიღო ნაღმების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კამპანიისთვის.

 

 

unnamed (2)

რეჰად დესაი

რეჰად დესაი პროდიუსერი და რეჟისორია, რომელიც საკუთარ კომპანიას Uhuru Productions ხელმძღვანელობს. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ პროფესიული კავშირის ორგანიზატორად მუშაობდა, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მედია ოფიცერი იყო ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის გაერთიანებაში და აივ-ინფექციის პრევენციის არასამთავრობო ორგანიზაციაში. 1997 წელსმიენიჭა მაგისტრის ხარისხი სოციალური ისტორიის სფეროში ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტში. ამის შემდეგ რეჰადი სატელევიზიო და კინოინდუსტრიაში იწყებს მოღვაწეობას, როგორც ახალი ამბების ჟურნალისტი, ამის შემდეგ იგი ყურადღებასა და ენერგიას ისტორიული და სოციო-პოლიტიკური დოკუმენტური ფილმებისაკენ მიმართავს.

2009 წელს Eurodoc-ის დოკუმენტური კინოს მიმართულებით გადაეცა დიპლომი. მისი ხელმძღვანელობით 20-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა, ბევრი მათგანის რეჟისორი თავად იყო და ამ ფილმებმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, უამრავ ფესტივალზე იყო ნაჩვენები და კრიტიკოსთა დადებითი შეფასებაც მოჰყვა. ფილმმა „დახვრეტილი მეშახტეები“ ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა, 25-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ტაკო კეიპერის ჯილდო საგამოძიებო ჟურნალისტიკაში და საერთაშორისო ემი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის. დესაი ასევე ცნობილია, როგორც აქტივისტი სოციალური სამართლიანობის მიმართულებით, რომელიც თავმჯდომარეობს Human Rights Media Trust-სა და South African Screen ფედერაციას.

 

unnamed (3)

გედიმინას ანდრიუკაიტისი

გედიმინას ანდრიუკაიტისმა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი ვილნიუსის უნივერსიტეტში მიიღო. 2007 წელს მან ადამიანის უფლებებზე დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Inconvenient Films დააარსა და მას შემდეგ ამ ფესტივალს ხელმძღვანელობს. 20 წლის განმავლობაში Inconvenient Films მცირე მასშტაბის ღონისძიებიდან, რომელიც ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავდა მიზნად, ლიტვის ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტურ კინოფესტივალად იქცა.

დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ხელმძღვანელობის გარდა, გედიმინას ანდრიუკაიტისი 2002 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, იმ დროს მან მოხალისედ დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ ყველაზე ძველ არასამთავრობო ორგანიზაციაში – „ლიტვის ადამიანის უფლებების ცენტრში“. როგორც უფლებათადამცველ აქტივისტს, მას წვლილი მიუძღვის არაერთი პროექტისა და ღონისძიების ორგანიზებაში, მისი საქმიანობა ფოკუსირებულია თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციულ საკითხებზე.

A project of