ჟიური 2014

საერთაშორისო კონკურსის ჟიური

Simone-Baumann-სიმონე ბაუმანი გახლავთ რუსეთის და ყოფილი აღმოსავლეთ ევროპის ბანაკის აუდიო- ვიზუალური ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი და გამოცდილი თანაპროდიუსერი. დოკუმენტური კინოწარმოებაში სიმონეს 20 წლიანი გამოცდილება აქვს და სათავეში უდგას Saxonia Entertainment GmbH-ის დოკუმენტური დეპარტამენტს. 1997-2010 წლებში იგი გახლდათ დამოუკიდებელი საპროდიუსერო კომპანია LeVision-ის მმართველი დირექტორი. გარდა ამისა, 2005 წლიდან სიმონე German Films Eastern Europe-ის (გერმანული ფილმები აღმოსავლეთ ევროპაში) წარმომადგენელია. სიმონე ხელმძღვანელობდა უამრავი მხატვრული ფილმის გადაღებას ყოფილ საბჭოთა კავშირში, როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი და კონსულტანტი. სიმონე ბაუმანი Russian-German Film Academy-ის (რუსულ – გერმანული კინოაკადემიის) დამფუძნებელი, ხოლო 2003 წლიდან German Docuemntary Producer’s Association-ის (გერმანული დოკუმენტური კინოპროდიუსერების ასოციაცია) სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

 

Copy-of-Luciano-Barisone-ლუჩიანო ბარისონე – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტური კინოფესტივალის “Visiondu Réel” – ის დირექტორია, წელს ის CinéDoc-Tbilisi-ის საერთაშორისო სექციის ჟიურის წევრი იქნება.ლუჩიანო ბარისონეს, ჟურნალისტს და კინოკრიტიკოსს, პროფესიული ჟურნალებისთვის და გაზეთებისთვის დაწერილი აქვს ესეები და მონოგრაფიები ცნობილ რეჟისორებზე ნაომი კავასე (Naomi Kawase) და ნიკოლას ფილიბერი (Nicolas Philibert), ასევე წერდა საპროდიუსერო კომპანია Les Films d’Ici -ის შესახებ. 1997 წლიდან იგი თანამშრომლობდა როგორც პროგრამის ხელმძღვანელი და მოდერატორი პრესკონფერენციებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის the Locarno International Film Festival და the Mostra Internazionale d’Arte Cinematografica of Venice

2008 წლიდან 2010 წლამდე იგი იყო კინოფესტივალ Dei Popoli-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ფლორენციაში. 2011 წლიდან კი Visions du Rçel -ის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის დირექტორია ნიონში (შვეიცარია). ლუჩიანო ბარისონე ასევე გახლდათ ისეთი ფესტივალების ჟიურის წევრი როგორებიც არიან: Cannes Intl Film Festival, Fid Marseille, Bafici, DocLisboa, Punto de vista,DocAviv, Cinéma du Réel, Hot Docs, Cinema South Festival და Sarajevo Int. Film Festival.


Copy-of-Nana-Janelidze-

ნანა ჯანელიძე – 2013 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი და მრავალი ფილმის დამდგმელი რეჟისორი. 1981 წლიდან მუშაობა დაიწყო „ქართულ ფილმში“ რეჟისორად. არის საქართველოს სახელმწიფო და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური პრემიების ლაურეატი (ფილმისათვის „იავნანა“)

რუსეთის კინოაკადემიის პრემიის „ნიკე“ ორგზის და მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზების მფლობელი – პეზეროს (იტალია), ლაგოვოს (პოლონეთი), მოსკოვის, იალტის (რუსეთი), მონპელიეს (საფრანგეთი), ვისბადენის(გერმანია) და სხვა.

2005-2006 წლებში იყო ეროვნული კინოცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, ავტორთ ჯგუფთან ერთად რესტავრაცია გაუკეთა და მულტიმედიურ ალბომად გამოსცა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წ.“

 

 

 

Focus Caucasus ჟიური

Darya-Bassel-დარია ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დოკუმენტური კინო ფესტივალის Docudays UA-ს (კიევი, უკრაინა) პროგრამების კოორდინატორი და პროდიუსერია. Docudays UA-ს გუნდში გაერთიანებამდე იგი მუშაობდა ტელევიზიასა და სარეკლამო წარმოებაში, იყო პროდიუსერი რამდენიმე ფილმისა, მათ შორის Sickfuckpeople, რეჟ. იური რეჩინსკი.(ფესტივალები და პრიზები: Heart of Sarajevo for Best Documentary Film, Sarajevo Film Festival; Best Documentary Feature, Bosnia and Herzegovina, 2013; Raindance Film Festival, London, 2013; Vienna Film Award for Best Documentary, Viennale, Vienna,2013).

 

 

 

Mélanie-de-Vocht-მელანი დე ვოხტი მუშაობდა ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტურ კინო ფესტივალIDFA-ზე, სადაც ზრუნავდა არჩეული ფილმების საფესტივალო საქმიანობაზე და ადგენდა ფესტივალის პროგრამის განრიგს. 2006 წლიდან იგი აგრეთვე მუშაობს IDFA Bertha ფონდში. წლების განმავლობაში ფონდი მსოფლიოში ცნობილ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, პარტნიორების ფართო ქსელით. როგორც ფონდის პროდიუსერი მელანი ფილმების წინა შესარჩევი კომიტეტის წევრია, მიყვება არჩეულ პროექტებს და ყოველწლიურად ფესტივალზე IDFA Bertha ფონდის პროექტების შერჩევას ხელმძღვანელობს. 2007-2009 წლებში მელანი დე ვოხტი ასევე მუშაობდა კინო ფესტივალ Open Air-ზე ამსტერდამში, სადაც პასუხს აგებდა პროგრამაზე, დაფინანსების მოძიებაზე და საფესტივალო საქმიანობაზე.

 

 

Copy-of-Dr.-Stephan-Wackwitz-

შტეფან ვაკვიცი გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, გერმანელი მწერალი და დოკუმენტური კინოს დიდი მოყვარულია, რომელმაც იმოგზაურა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში და დაწერა შესანიშნავი წიგნი კავკასიის შესახებ „Dievergessene Mitte der Welt“.შტეფან ვაკვიცი დაიბადა 1952 წელს შტუტგარტში.1986 წლიდან იგი გოეთეს ინსტიტუტისათვის მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ცხოვრობდა და მუშაობდა ნიუ-დელიში, ტოკიოში, მიუნხენში, კრაკოვში, ბრატისლავასა და ნიუ იორკში.

A project of