ჯილდოები – 2014

გამარჯვებული ფილმები

CineDOC-Tbilisi 2014–ის დახურვის ცერემონიალზე საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა 5 გამარჯვებული International Competition და Focus Caucasus–ის სექციებში. რაც შეება CineDOC Young–ის სექციას, ჩვენმა ახალგაზრდა აუდიტორიამ აირჩია ახალგაზრდების რჩეული ფილმი. ასევე გამოვლინდა მაყურებლის რჩეული ფილმი.

საერთაშორის საკონკურსო პროგრამა

საერთაშორისო საკონკურსო სექციაში ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებული ფილმი გახდა კინომატოგრაფიული თვალსაზრისით, შინაარსითა და ფორმის მიხედვით ძალიან რთული ნამუშევარი. ფილმი ნათლად აჩვენებს დრამატულ სიტუაციას ქვეყანაში არსებული რასიზმის ტალღის შესახებ. ამ ჯილდოთი ჯიურს სურდა ხაზი გაესვა კინორეჟისორის გამბედაობას სამოქალაქო აქტივიზმის თვალსაზრისით.
საერთაშორისო საკონკურსო სექციაში გამარჯვებული ფილმი გახდა „სამართალი უნგრეთში“ – რეჟისორი ესტერ ჰაიდუ.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (საერთაშორის საკონკურსო პროგრამა)

ჟიურიმ გადაწყვიტა სპეციალური აღნიშვნა ფილმისა, ორი მამაკცის შესახებ, რომლებიც არიან მარტოსულები და ალკოჰოლზე დამოკიდებულები. ფილმს გააჩნია განსაკუთრებული თხრობა და ფორმა , რომელიც დაუვიწყარ ემოციებს აღძრავს მაყურებელში.
ჟიურის სპეციალური აღვნიშვნა დაიმსახურა ფილმმა „ნუ მიმატოვებ“ – რეჟისორები საბინე ლუბ ბეიქერი და ნილს ვან კოევორდენ.

Focus Caucasus

ამ სექციაში გამარჯვებული ფილმი არის უნიკალური 3 ქალის შესახებ რომლებიც რუტინულად მუშაობენ სისხლის დონაციის ცენტრში და უწევთ მოგზაურობა. ფილმის რეჟისორმა შეძლო დაენახვებინა თანამედროვე რუსეთის ღარიბულ გარეუბნებში მცხოვრები საზოგადოების პორტრეტი, პერსონაჟების რომელთა ცხოვრებაც ერთდროულად არის აბსურდული, სევდიანი და ამავე დროს სასაცილოც. ეს არის ირიბული კრიტიკა არასწორი სოციალური სისტემისა რუსეთში, რადგან იქ სისხლის დონაცია ხდება ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე.
Focus Caucasus–ის სექციაში გამარჯვებული ფილმი გახდა „სისხლი“ – რეჟისორი ალინა რუდნიცკაია.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (Focus Caucasus)

ეს ფილმი არის პირდაპირი და მხატვრული თვალსაზრისით ძალიან ეფექტური თხრობა დაუდასტურებელი ძალის შესახებ, კრიმინალის, რომელიც მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურებში პატიოსანი, მამაცი და სასიამოვნო ადამიანების წინააღმდეგ. ფილმი მოგვითხრობს ადამიანების ღირსებაზე, ტანჯვის, დამცირებისა და წინააღმდეგობების დროს, რუსეთის უსაფრთხოების ძალების მხრიდან. ასევე თავისუფალი მსოფლიოს მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის თავაშისაფრის მიცემის აუცილებლობაზე. მიუხედავად საშინელი პირობებისა და ფილმში ასახული მოვლენებისა, ეს არის მესიჯი, რომელიც უსახავს ადამიანს იმედს და შთააგონებს მორალურ ძლიერებას.
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა Focus Caucasus–ის სექციაში დაიმსახურა ფილმმა „ზელიმის აღსარება“ –რეჟისორი ნატალია მიხაილოვა.

ფილმი ასახავს რეალურ ისტორიას ერთი კონკრეტული ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც ცდილობს გადარჩენას პოსტ–საბჭოთა ტრივიალური რეალობის დროს. ფილმი არის პროფესიონალურად ლამაზად გაკეთებული, სადაც კამერა ფოკუსირდება არა ადამიანებზე, არამედ თვითონ დაწესებულებაზე, რაც გვაძლევს ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების შესახებ სურათს, რომლებიც ყველას დავიწყებული ჰყავთ მათი ეპოქის კოლაფსის შემდეგ. რეჟისორი გვთავაზობს დასასრულს, სადაც ბიბლიოთეკაში მომუშავე ქალები ზეიმობენ და ცეკვავენ, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის სულისკვეთებას ნებისმიერ ვითარებაში.
Focus Caucasus–ის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა ფილმმა „ბიბლიოთეკა“ – რეჟისორი ანა ციმინტია.

CineDOC – Yang

ჩვენმა სპეციალურმა ახალგაზრდა ჟიურიმ მთავარი ჯილდო CineDOC – Yang – ის

სექციაში გადასცა ფილმს „ბარელი“ – რეჟისორი ანაბელ როდრიგეს რიოსი.

მაყურებლის ჯილდო

რეჟისორ დან ვასერმანის ფილმი „გჯერათ სიყვარულის?“ , რომელიც ნაჩვენები იყო ფესტივალის გახსნაზე გახდა მაყურებლის რჩეული.

A project of