მასტერკლასები & პრეზენტაციები

CinéDOC-Tbilisi ყოველ წელს ორგანიზებას უწევს მასტერკლასებს და პრეზენტაციებს, აგრეთვე იმართება დისკუსიები კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სტუმრები.

baraqბარაქ ჰაიმანის მასტერკლასი: როგორ შეარჩიო ფილმის გმირი
ფრონტლაინ კლუბი, 23 ოქტომბერი, 18:00 საათი

ბარაქ ჰაიმანი, რეჟისორი ისრაელიდან, ჩვენს ფესტივალზე თავისი ახალი ფილმით ბრუნდება. ის ასევე ჩაატარებს ვორქშოფს დოკუმენტური ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით. CinéDOC-Tbilisi 2014-ის, მაყურებლის რჩეული ფილმის ჯილდოს მფლობელი რეჟისორი, ისაუბრებს მთავარი გმირის შერჩევის კრიტერიუმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ პროცესს უკავშირდება.
“დოკუმენტალისტიკა, ფილმების გადაღების დროს, რეალურ ადამიანებთან და მათ ისტორიებთან ურთიერთობას გულისხმობს. გადაღების პროცესში, რეჟისორმა უნდა გაითვალისწინოს გარკვეული მორალური ასპექტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ წარუდგინოს გმირი მაყურებელს. რეჟისორმა გმირის ნდობა უნდა დაიმსახუროს, რათა შეძლოს ინტიმური მომენტებისა და დრამატული კადრების განვითარება.”

 

პრეზენტაცია & დისკუსია: ტრანსგენდერი მსოფლიო მასშტაბით
ფრონტლაინ კლუბი, 22 ოქტომბერი, 18:00 საათი

ალექს ბაკერი, დოკუმენტური ფილმის, “ტრანზიტ ჰავანა”-ს ავტორი გააკეთებს პრეზენტაციას ტრანსგენდერულ ისტორიაზე მსოფლიო მასშტაბით, აგრეთვე ჩაატარებს დისკუსიას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ტრანსგენდერულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, ჰოლანდიასა და დასავლეთ ევროპასთან შედარებით.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართება კინოჩვენება ფილმის, “ტრანზიტ ჰავანა”, რომელიც ფესტივალის CivilDOC სექციაში იღებს მონაწილეობას.

thv_stills-0001383-klწელიწადში ერთხელ, ორი პლასტიკური ქირურგი, ბელგიიდან და ჰოლანდიიდან მიემგზავრება ჰავანაში, რათა ჩაუტარონ ოპერაცია ხუთ კუბელ ტრანსგენდერს. ქირურგები მიწვეულნი არიან მარიელა კასტროს, პრეზიდენტის ქალიშვილის და ახალი სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელის მიერ. პროგრამა ემსახურება ტრანსგენდერთა ზრუნვას.
კასტრო პროგრამას მიიჩნევს, როგორც 1959 წლის სოციალისტური რევოლუციის დასასრულს, რადგან მისი საშუალებით ადამიანები ემანსიპაციას და თვითრეალიზებას ახდენენ. პროგრამის ოფიციალური სლოგანია “არა ჰომოფობიას, სოციალიზმს კი”. სახელმწიფო ტრანსგენდერ ადამიანებს ეხმარება ჰორმონებით, თერაპიით, ოპერაციით და ახალი იდენტობის შექმნით. ხდება თუ არა კუბა თავშესაფარი ტრანს ადამიანებისათვის? ერთ წელზე მეტ ხანს, ფილმის ავტორები დანიელ აბმა და ალექს ბაკერი იღებდნენ სამ მთავარ გმირს, ხუანს, ოდეტსა და მალუს, რათა ეჩვენებინათ, როგორ უმკლავდებიან ისინი რეალობას – იყო ტრანსგენდერი კუბაში. როგორც „რევოლუციის ახალი გმირები“, ისინი კვლავ უპირისპირდებიან რელიგიურ შეუმწყნარებლობას, დისკრიმინაციას, სექსიზმს, სიღარიბესა და ხშირად პროსტიტუციასაც. ამასთანავე, ისინი ელოდებიან უცხოელ ქირურგებს, რათა მიიღონ ის, რაც ყველაზე მეტად სურთ ცხოვრებაში. იქნება კი მათი სახელი ამ წლისთვის არჩეული 5 ადამიანის სიაში?
ფილმი ასახავს ისტორიულ დღეს, როდესაც პრეზიდენტებმა, კასტრომ და ობამამ ახალი დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ განაცხადეს, რაც დიდ მოლოდინს უღვივებს ფილმის მთავარ გმირებს.
“ტრანზიტ ჰავანა – კუბის რევოლუციის ახალი გმირები” წარმოგვიდგენს კუბის პარადოქს, განსაცვიფრებელი, კუნძულის ტრანზიციის პროცესში მყოფი მხარე.

ვორკშოფი ქალი რეჟისორებისთვის 2016

ფესტივალი ორგანიზებას უკეთებს ვორქშოფს, რომელიც გულისხმობს ქალი რეჟისორების მხარდაჭერასა და გაძლიერებას მათი პროექტის განვითარების გზით.
ვორქშოფის მიზანია გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება კამერის წინ და მიღმა და ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულების შეცვლის მცდელობა.
ვორქშოფი სპეციალურად ეწყობა ქალი დოკუმენტალისტებისთვის კავკასიის რეგიონიდან, რომელსაც უკვე მეორედ წარუძღვებიან შვედი დოკუმენტალისტები, კარინ ეკბერგი და იოჰანა ბერნჰარდსონი. 2015 წელს ჩატარებული ვორქშოფი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
ვორქშოფი ჩატარდება 19-21 ოქტომბერს.
პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ.

A project of