Civil Pitch 2019

 

 

 

 

 

 

 

 

Civil Pitch-ი არის შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის უნიკალური შესაძლებლობა ქართველ რეჟისორებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. პროექტი შექმნილია იმისათვის, რომ კინორეჟისორები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთს დააკავშიროს და საზოგადოების ყურადღება იმ აქტუალური საკითხებისკენ მიმართოს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩრდილში რჩება.

 

მონაწილეებმა გაიარეს 3-დღიანი ტრენინგი საერთაშორისო ტუტორების – დანიელ აბმასა და ბრიჯიდ ო’შის – ხელმძღვანელობით და მიეცათ შანსი, რომ პროექტები პროფესიონალი კინოდოკუმენტალისტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარედგინათ.

 

Civil Pitch 2019-ისთვის შერჩეული პროექტები:

 

  1. „კერა“ – MAC Georgia და ნათია არაბული-ვეგერი

  2. „იდენტობა პროცესში“ – „ახალი ვექტორი“ და ნინო მემანიშვილი

  3. „ჩემი დაკარგული სხეული“ – „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“ და ალექსანდრე კვატაშიძე

  4. „თინეიჯერის ცხოვრება თბილისში“ – საქართველოს გოგონა სკაუტები „დია“ და ომარ წოწორია

  5. „გზა მშვიდობისკენ“ – კავკასიური სახლი და თამარ კვაჭანტირაძე

  6. „ვიტალი“ – ჩართულობისა და განვითარების ცენტრი და ქეთი გიგაშვილი

  7. „Pb,82“ – „ღია სივრცე კავკასია/საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და მარიამ აგლაძე

  8. „დროის მანქანა“ – „ქსელი“ და თიკო ნადირაშვილი.

  9. „ლადო მასწავლებელი“ – კოალიცია „განათლება ყველასთვის“ და თომა ჩაგელიშვილი

  10. „ქალი საქართველოს სოფლიდან“ – „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ და თათია შაიშმელაშვილი

 

 

Сivil Pitch 2019-ის გამარჯვებულები

 

ჟიურის წევრები: მელანი დე ვოხტი, ზანე ბალკუსი, კენან ალიევი

წარმოების პრიზი (3000 აშშ დოლარი) – „ჩემი დაკარგული სხეული“ – „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“- ნინო ჩიმაკაძე და ალექსანდრე კვატაშიძე

ჟიურის განაცხადი – წარმოების ჯილდო გადაეცა ნინო ჩიმაკაძისა და ალექსანდრე კვატაშიძის კინოპროექტს „ჩემი დაკარგული სხეული“, ფილმი მრავალი ქართული ოჯახის ფარულ სევდაზე ორიგინალური კინემატოგრაფიულობით მოგვითხრობს, რაც ამ ამბავს განსაკუთრებულ სიღრმეს მატებს.

განვითარების პრიზი (500 აშშ დოლარი) – „იდენტობა პროცესში“ – „ახალი ვექტორი“- მარიამ ჯიბუტი და ნინო მემანიშვილი

ჟიურის განაცხადი – განვითარების ჯილდო გადაეცა მარიამ ჯიბუტისა და ნინო მემანიშვილის კინოპროექტს „იდენტობა პროცესში“, რომელიც ქართულ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანეს თემას ეხება და იმ გმირზე მოგვითხრობს, რომელიც ურთულეს გარემოებაში იმედის პოვნას ცდილობს.

Current Time TV-ს პრიზი (1000 აშშ დოლარი) –  „ვიტალი“ – ჩართულობისა და განვითარების ცენტრი: თამარ კაპანაძე და ქეთი გიგაშვილი.

კენან ელიევი, Current Time TV-ის აღმასრულებელი რედაქტორი – ქართული პროექტი თამარ კაპანაძესა და ქეთი გიგაშვილს ეკუთვნის და მოგვითხრობს საქართველოში არსებულ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ ძალაზე. იმედი გვაქვს, რომ ფილმი ექსტრემიზმის შესახებ ადამიანთა ცნობიერებას აამაღლებს, რის შედეგად ისინი შეძლებენ ერთგვარი წინააღმდეგობა გაუწიონ მოძრაობას, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ფილმის ეძღვნება ვიტალის, ვისი ისტორიაც ქართველებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ.

ყველა პრიზი გადაეცემა Civil Pitch-ის მონაწილე კინორეჟისორებს, რომლებსაც თავიანთ ფილმებზე საავტორო უფლებები აქვთ, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროექტების განხორციელებისას კონსულტაციას გაუწევენ რეჟისორებს და ხელს შეუწყობენ ინფორმაციის მოძიებაში

A project of