ჟიური

ჟიური 2016

 

 

საერთაშორისო საკონკურსო სექცია

 

ელი დერკსი (ნიდერლანდები)

ally-derks1ელი დერკსმა კარიერა დაიწყო როგორც Festikon-ის კოორდინატორმა. Festikon-ი ფილმისა და ვიდეოს ყოველწლიური ფესტივალია ნიდერლანდებში. 1988 წელს ნიდერლანდების ფილმის ინსტიტუტის ხელშეწყობით დერკსმა დაიწყო ამსტერდამის დოკუმენტური ფილმის ფესტივალის ორგანიზება (IDFA), რომლის დირექტორია 1989 წლიდან. ფილმების სელექციის გარდა, დერკსი ასევე პასუხისმგებელია IDFA-ს რეტროსპექტიულ პროგრამებზე, რომლებიც მოიცავს დოკუმენტურ ფილმებს კუბიდან, ყაზახეთიდან, ლიტვიდან, პალესტინა/ისრაელიდან და პოლონეთიდან. დერკსი ასევე არის დირექტორი და ხელმძღვანელი IDFA-ს შესარჩევი კომიტეტის-ბერტას (Bertha) ფონდის, რომელიც მხარს უჭერს დოკუმენტალისტებს განვითარებადი ქვეყნებიდან. ელი იყო ჟიურის წევრი ისეთ ფესტივალებზე როგორიცაა სანდანსის, კრაკოვისა და სანკ-პეტერბურგის. მას მოპოვებული აქვს უამრავი ჯილდო დოკუმენტური ფილმების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მაგალითად Hot Docs Doc Mogul ჯილდო 2011 წელს. 2015 წელს საფრანგეთის მთავრობისგან ელიმ მიიღო “Chevalier dans l’Ordre des Arts et Lettres” ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში.

 

პიტერ ფორგაჩი (უნგრეთი)

fp_portrelugo1978 წლიდან მოყოლებული ფორგაჩს შექმნილი აქვს არაერთი გამორჩეული ფილმი და მედია ინსტალაცია. მისი საერთაშორისო დებიუტი შედგა ფილმით ბართოსის ოჯახი (1988), პირველი “Private Hungary”-ის სერიებიდან, რომლებმაც არაერთი ჯილდო მოიპოვეს და ეფუძნებიან  1920-1980-იანი წლების ევროპულ საოჯახო ფილმებს. მათში აღწერილია ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება, რომელიც მალე გაანადგურა იმ ისტორიულმა ტრამვამ, რომელიც კადრზე არ აღიბეჭდა. 1990 წლიდან ფორგაჩი არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი:”El Perro Negro” (ტრიბეკას ფილმის ფესტივალზე, 2005).”Golden Gate” (სან ფრანცისკოს საერთაშორისო ფილმის ფესტივალი,1991. ანგელოს ფილმი). Prix Europa (“თავისუფალი ვარდნა”,1997.ბერლინი). 2000-2002 წლებში ფორგაჩი იმყოფებოდა გეთის მუზეუმში/გეთის მკვლევართა ინსტიტუტში, როგორც იქ მცხოვრები და მოღვაწე არტისტი (ლოს ანჯელესი). ლაბირინთის პროექტთან თანამშრომლობით მან შექმნა ინსტალაცია “Danube Exodus”. ფორგაჩის ნამუშევრები ინახება პრესტიჟულ საჯარო კოლექციებში. 2007 წელს მან მიიღო ყველაზე პრესტიჟული ჯილდო -“ჰოლანდიური ერასმუსის პრიზი”, შეტანილი წვლილისთვის ევროპულ კულტურაში. 2009 წელს ფორგაჩმა წარადგინა უნგრეთი Venice Biennale-ზე, “Col Tempo” ინსტალაციით. 2013 წელს მან შექმნა კინო ინსტალაცია “წერილები აფარს” პოლინის მუზეუმისთვის ვარშავაში.

 

ულა ვესლერი (გერმანია)

ursula-wesler ულა ვესლერი 1950 წელს დაიბადა ჩრდილოეთ გერმანიაში. სწავლობდა პოლიტიკის მეცნიერებებს და ფრანგულ ენას ქალაქ მიუნჰენში. 1986 წლიდან მუშაობს კინოსა და მედიის მუნიციპალური ორგანიზაციის FILMSTADT MÜNCHEN-ის მენეჯმენტში, რომელიც ასევე მოიცავს DOK fest-ს. აქვს 30 წლიანი ორგანიზატორული, პროგრამული და სტუმრებთან კოორდინაციის გამოცდილება. ბოლო ოთხი წელია DOK.horizonte სექციის კურატორია.

 

 

 

FOCUS CAUCASUS

 

აუდრიუს კუპრევიჩუსი (ლიტვა)

audrius_kupreviciusაუდრიუს კუპრევიჩუსმა 1989 წელს დაამთავრა მოსკოვის კინოსკოლა (VGIK). იმავე წელს, რეჟისორ სარუნას ბარტასთან ერთად ლიტვაში დააარსა პირველი დამოუკიდებელი კინოსტუდია – Studija Kinema. 1991 წელს, მან შექმნა ბარტასის ფილმი “სამი დღე”, (ევროპის კინოაკადემია – Felix’92 წლის საუკეთესო ახალგაზრდული ფილმისთვის, Ecumenical Jury-ის პრიზი და ბერლინის კინო ფესტივალის “Special Mention of FIPRESCI”). გარდა ამისა, მან აწარმოა აუდრიუს სტონისის დოკუმენტური ფილმი – “ბრმათა დედამიწა” (ევროპის კინო აკადემია – Felix’92 წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის). 1989 წლიდან მან 15-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი შექმნა. ლიტვაში, აუდრიუსი კინო პროდიუსერებისთვის შექმნილი პირველი სასწავლო კურსის დამაარსებელი და მასწავლებელია. ის აგრეთვე ასწავლის ლიტვის თეატრისა და კინოს აკადემიაში, კინოსა და ტელევიზიის დეპარტამენტში. აუდრიუსი ლიტვის დამოუკიდებელ პროდიუსერთა ასოციაციის თანა-დამაარსებელია. ამჟამად, აუდრიუს კუპრევიჩუსი ლიტვის კინოცენტრის, კინო პროდიუსინგის დეპარტამენტში მუშაობს.

 

ჟან-ივ ლავუარი (საფრანგეთი)

dsc_9045-2ჟან-ივ ლავუარი სხვადასხვა ოფიციალურ თანამდებობებზე მუშაობდა საფრანგეთის ადმინისტრაციაში. 2004 წელს მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა. ის აგრეთვე მუშაობდა მოსკოვში, პარიზის შტაბ-ბინასა და მაკედონიაში. საქართველოში მისი მოღვაწეობა საფრანგეთის  საელჩოში დაიწყო, სადაც იგი კულტურისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მრჩეველს წარმოადგენდა. ჟან-ლავუარი 2004 წლის პირველი სექტემბრიდან არის საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

 
 
 
ამრა მეჰიკი (ბოსნია-ჰერცოგოვინა)

amra-02რეჟისორი და პროდიუსერი სარაევოდან, (ბოსნია- ჰერცოგოვინა). დაამთავრა სარაევოს წარმოდგენითი ხელოვნების აკადემია სარეჟისორო განხრით. ამრას აქვს   დიდი სამუშაო გამოცდილება, კინოს, თეატრისა და ტელევიზიის სფეროში, სადაც ის თანამშრომლობდა რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე ცნობილ ინდუსტრიულ პროფესიონალებთან.ამრას დოკუმენტურმა ნამუშევრებმა,  ZELJA/ნატვრა (2007) და JOS UVIJEK JA/ ჯერ კიდევ მე (2008), აგრეთვე ორმა მოკლე მეტრაჟიანმა ფილმმა, ZGARISTE/განადგურება (2009) და NEVIDLJIVI/უხილავი (2016) დიდ წარმატებას მიაღწია რეგიონალურ ფესტივალებზე. ამრა მეჰიკი საპროდიუსერო კომპანიის “Relative Pictures” ხელმძღვანელია, ამჟამად იმყოფება ორი ფილმის წარმოების პროცესში. ის აგრეთვე, დოკუმენტური პროგრამის კოორდინატორია, სარაეევოს კინო ფესტივალზე.

CivilDOC

 

რეა აპოსტოლიდესი (საბერძნეთი)

rea-apostolides-photo-smallდოკუმენტური ფილმების პროდიუსერი რეა აპოსტოლიდესი სწავლობდა ანტიკურ და თანამედროვე ისტორიას ოქსფორდის უნივერსიტეტში. ის 1995 წლიდან დოკუმენტალისტად მუშაობს ათენში. რეა თავისუფლად ფლობს ბერძნულ, ინგლისურსა და ფრანგულ ენებს. 2002 წელს მან მიიღო NIPKOW-ის სტიპენდია და დაიწყო მუშაობა MAJADE Filmproduktion-ში, გერმანიის ქალაქ, ლაიფციგში. 2008 წელს, კანში მიიღო Trailblazer ჯილდო MIPDOC. რეას ბოლოდროინდელი საპროდიუსერო ნამუშევრები, მოიცავს შემდეგ ფილმებს: კაცი დელფინი (2017), ოჯახური საქმე (2015), კისმეტი (2013), მსოფლიოს პირველი კომპიუტერი (2013), პატარა მიწა (2013), საიომი, (2011), ადგილი ადამიანების გარეშე (2010), შაქრის ქალაქი:მომდევნო დღე(2009) და მთის ძახილი-ამბავი კაცზე, რომელიც ტოვებს თავის ოჯახს, რათა დაუბრუნდეს კრეტას თეთრ მთებს. ამჟამად რეა დოკუმენტური კოლეჯის საბჭოს მთავარი მოადგილეა. 2009 წელს მან თანადააარსა CineDoc Greece (სინედოკ საბერძნეთი) ინოვაციური საჯარო მედია ინიციატივა,საბერძნეთში დოკუმენტური ფილმების პოპულიზაციისა და გავრცელებისთვის. რეა ასევე არის Moving Docs -ის ინიციატორი და კოორდინატორი. Moving Docs წამოწყებულია EDN-ის (ევროპის დოკუმენტური ფილმების კავშირი) მიერ და ყურადღებას ამახვილებს ევროპაში დოკუმენტური ფილმების განვითარებაზე.

 
 
 

ერიკ ვან გისენი (ნიდერლანდები)

p1060833cერიკ ვან დე გისენი (1981)კოორდინაციას უწევს საერთაშორისო მხარდაჭერის პროგრამას ფესტივალ, “Movies that Matter”-ის ფარგლებში. “Movies that Matter” დაარსდა 2006 წლის მარტში, ნიდერლანდებში და კვალდაკვალ მიჰყვება “Amnesty International Film” ფესტივალს, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ კამერა უძლიერესი იარაღია სოციალური ინდიფერენტულობის წინააღმდეგ. Movies that Matter ორგანიზებას უწევს ფილმის ჩვენებებს ნიდერლანდებსა და მსოფლიოს მასშტაბით. როგორც პროგრამის კოორდინატორი, ბატონი ვან დე გისენი უძღვება Movies that Matter საგრანტო პროგრამას და კოორდინირებას უწევს კინო ფესტივალების შექმნას ადამიანის უფლებებზე ან მსგავს სოციალურ თემებზე აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. ერიკი ორგანიზებას უწევს კინო ინდუსტრიულ ღონისძიებებს ნიდერლანდებში. იგი არის ფესტივალ Movies that Matter-ის პროგრამის შემქმნელი ჰააგაში. ეს არის ყოველწლიური კინოსა და დებატების ფესტივალი, რომელიც გრძელდება 9 დღე და ნაჩვენებია 70-მდე ფილმი, ფესტივალზე იგი ჩართულია ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში, რომელიც ეხება კანონსა და სამართლიანობას: Camera Justitia (სამართლიანი კამერა). სანამ Movies that Matter-ს შეუერთდებოდა 2011 წლის ზაფხულში, ვან დე გისენი მუშაობდა მკვლევარად გარემო უსაფრთხოებასა და საერთაშორისო განვითარების სფეროში. მას აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო განვითარებაში, კონფლიქტოლოგიასა და ადამიანის უფლებებში უტრეხტის უნივერსიტეტიდან, ნიდერლანები.

 

მარიანა კაატი (ესტონეთი)

marianna_kaat_2012მარიანა კაატი, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისოდ აღიარებული რეჟისორი და პროდიუსერია ესტონეთიდან. მან დოქტორანტურა დაამთავრა რუსეთში, სანკ -პეტერბურგის საჯარო თეატრისა და ხელოვნების აკადემიაში.მისი კარიერა კინო ინდუსტრიაში სცენარის რედაქტორობით და Eesti Telefilm Studio-ს (ესტონეთის ტელე-ფილმ სტუდია) ხელმძღვანელობით დაიწყო. ამის შემდეგ ოთხი-ხუთი წელი ესტონეთის ტელევიზიაში შესყიდვების მენეჯერად მუშაობდა. 1998 წელს, დამოუკიდებელი საპროდიუსერო კომპანის, “Baltic Film Production” დაარსების შემდეგ, მარიანა დოკუმენტური ტელე სერიებისა და შემოქმედებითი ფილმების რეჟისორი და პროდიუსერია. 2009 წელს, კანში მარიანამ მიიღო “The International Trailblazer Award” და “MIPDOC” ჯილდო. ახლო ურთიერთობები (2016), სამუშაო სათაური: ვუნდერკინდი (2012), პიტ ნომერი 8 (Pit No. 8) (2011), ლობოტომია (2010), კალინოვსკის მოედანი (2007), და ბოლო ფანტომები (2006) საერთაშორისოდ ცნობილი ნამუშევრებია, რომლებმაც მრავალი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვეს და მსოფლიო მასშტაბითაა ნაჩვენები. მარიანა ასევე ასწავლის დოკუმენტური ფილმების გადაღებას ასპირანტ და კოლეჯის სტუდენტებს ტალინის უნივერსიტეტში, ბალტიის მედია, ფილმის, ხელოვნებისა და კომუნიკაციების სკოლაში. იგი, ესტონეთის ფარგლებს გარეთ, როგორც მოწვეული ტუტორი, მონაწილეობდა პროდიუსერებისთვის, ფილმის სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის  გამართულ უამრავ ვორქშოფში. მარიანა ევროპის დოკუმენტური ფილმების კავშირის (EDN) ეროვნული ელჩი და ესტონეთის დოკუმენტური გილდიის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

A project of