Cinemobile Caucasus

Cinémobile –  კინემატოგრაფიული ტური სამხრეთ კავკასიაში

პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია “Noosfera Foundation”-ის მიერ.

Cinémobile Caucasus არის საგანმანათლებლო პროეტი ახალგაზრდებისთვის, რომელიც მოიცავს კინოჩვენებებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის  სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენებებზე, რომლებიც გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 40 სხვადასხვა ქალაქში, ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები, წარმოდგენილი იყო წინასწარ შერჩეული დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. ყოველი ჩვენების შემდეგ იმართებოდა დისკუსია.

Cinémobile Caucasus ემსახურება ერებს შორის მშვიდობას, ურთიერთგაგებასა და თანამეგობრობას რეგიონში, საინტერესო და გასართობი ფილმების ჩვენებით.

 პროექტის ფარგლებში ნაჩვენები ფილმები ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა, რეგიონალური იდენტობა, დემოკრატია,  რეგიონის საერთო ისტორია, ეკოლოგია, გარემოს დაცვა, გენდერული საკითხები, მიგრაცია და სხვა ისეთი თემები, რომელთა შესახებაც არ ხდება ღია საუბარი სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან რაიონებში.

პროექტის მხარდამჭერები არიან:  Movies That Matter (ნიდერლანდები),  შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი (German Marshall Fund) და  ფონდი ღია საზოგადოება საქართველო.

 

A project of