დოკუმენტური ორშაბათები

დოკუმენტური ორშაბათები

კრეატიული დოკუმენტური ფილმის ჩვენებები; დისკუსიები და დებატები

posterAXALI“დოკუმენტური ორშაბათები” ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერილი პროექტია, რომელიც ფართო საზოგადოებას წარუდგენს საერთაშორისო და ქართულ მაღალხარისხიან შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებს. პროექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთ ევროპულ ქალაქებში როგორიცაა, ლონდონი, ათენი, პრაღა, ბუქარესტი, სადაც საკმაოდ მაღალია საზოგადოების თანამონაწილეობა.

პროექტის მიზანია არა მხოლოდ დოკუმენტური ფილმების ჩვენება, არამედ ღია დისკუსიებისა და დებატების გამართვა დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით. კრეატიულ დოკუმენტურ ფილმებში წამყვანი რეჟისორის სუბიექტური ხედვაა, რომელიც არ სცდება რეალობის საზღვრებს. ყოველი თვის პირველ ორშაბათს საზოგადოებას საშუალება ექნება იხილოს განსხვავებული ჟანრისა და ფორმატის ფილმები, დაწყებული documentary road movie-დან და essay film-დან, გამოძიებითი ჟურნალისტიკით დამთავრებული. თემატიკის სიღრმისეულად განხილვის მიზნით სეანსის დასასრულს დისკუსიებსა და დებატებს წარმართავს მოდერატორი.

“დოკუმენტური ორშაბათები” გაიმართება ყოველი თვის პირველ ორშაბათს საღამოობით არტ-კაფეებსა, კულტურულ ცენტრებსა და/ან თბილისის კინოთეატრებში. ინფორმაცია ღონისძიების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ გავრცელდება სოციალური ქსელის საშუალებით.

A project of