ნორჩ მაყურებელთა ჯილდო

ორგანიზაციამ Noosfera Foundation ორგანიზება გაუწია „ნორჩ მაყურებელთა ჯილდო 2014“-ს თბილისში, რომლის მიზანიც იყო  საქართველოში, ბავშვებისთვის საუკეთესო ფილმების ჩვენება, „ნორჩ მაყურებელთა ჯილდო“-ს ფარგლებში.

ევროპის კინოაკადემიის ნორჩ მაყურებელთა ჯილდო, პირველად გაიმართა 2012 წელს, European Film Awards-ის 25-ე გამოშვებაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო Young Audience Film Day-ის ფარგლებში, კვირას, 4 მაისს.

მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ სამი შერჩეული ფილმი, რომელთაგანაც დასახელდა გამარჯვებული. ამ წელს პროექტში მოაწილეობდა 17 ქალაქი, მათ შორის: თბილისი/საქართველო, ერფურტი/გერმანია, ლონდონი/დიდი ბრიტანეთი, ბელგრადი/სერბეთი, ბრატისლავა/სლოვაკეთი, ბუდაპეშტი/უნგრეთი, ქლუჟი/რუმინეთი, ფრიზრენი/კოსოვო, რიგა/ლატვია, სოფია/ბულგარეთი, ტურინი/იტალია და ვროცლავი/პოლონეთი.

ევროპის კინოაკადემიის „ნორჩ მაყურებელთა ჯილდო“ ორგანიზებული და წარმოდგენილია ევროპის კინოაკადემიისა და EFA პროდაქშენის მიერ, Mitteldeutsche Medienförderung (MDM)-ის მხარდაჭერით. ნორჩ მაყურებელთა დღე თბილისში საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფისტთა ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

 

A project of