Docstories Black Sea

Docstories Black Sea არის Noosfera Foundation-ის, IDFA და IDFAcademy-ის უნიკალური სასწავლო ინიციატივა, რომელიც აქცენტს აკეთებს თხრობის ტეკნიკაზე დოკუმენტურ ფილმში.  ვორქშოფი აგრეთვე ეხება ინოვაციურ დრამატურგიულ სტრუქტურებს, ახალ სატელევიზიო ფორმატებსა და ვებ დოკუმენტალისტიკას. ვორქშოფის  ფარგლებში პროექტში მონაწილეობის მსურველთაგან შეირჩა 20 კანდიდატი, რომლებიც მოამზადეს საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულმა  ტუტორებმა  და ექსპერტებმა.

დოკუმენტალისტმა  რეჟისორებმა, მემონტაჟეებმა, პროდიუსერებმა, სხვადასხვა ტელე და მედიის წარმომადგენლებმა შავი ზღვის რეგიონიდან (რუსეთი, უკრაინა, თურეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსია) გააკეთეს განაცხადი აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისათვის. შერჩეული კანდიდატები გახდნენ IDFA 2012-ისა  და IDFAcademy-ის ფარგლებში გამართული სამი ვორქშოფ-სემინარის მონაწილეები: თბილისში (საქართველო), სიბიუსა (რუმინეთი) და ამსტერდამში (ნიდერლანდები). შერჩეულმა კანდიდატებმა წარადგინეს საკუთარი პროექტები, ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტურ ღონისძიებაზე. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასებში, ღია სესიებსა და ფესტივალის ფარგლებში გამართულ ყველა ინდუსტრიულ ღონისძიებაში.

Docstories Black Sea-ის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირის პროგრამა Media Mundus 2012, ფონდი ღია საზოგადოება –  საქართველო, IDFAAstra Film Fest (რუმინეთი) და გოეთეს ინსტიტუტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს:

www.docstories-blacksea.com

      MEDIA-Mundus-small1  OSGF  idfa_logo       8998525-STANDARD

 

A project of