პრიზები 2019

CinéDOC-Tbilisi 2019 – გამარჯვებული ფილმები და კინოპროექტები

 

საერთაშორისო კონკურსი

საუკეთესო ფილმი – „დედაჩემის გაუჩინარება“, რეჟისორი: ბენიამინო ბარეზე

ჟიურის განაცხადი – „ფილმი ღიად ჰყვება ურთიერთპატივისცემაზე, ღირსებაზე, მშვენიერებაზე გულწრფელობაზე, ადამიანის პირად სივრცეზე და იმაზე თუ ვის აქვს ამ სივრცეში შესვლის უფლება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია დოკუმენტური ფილმის შექმნისას. ფილმი  ემოციებით აღსავსე დედისა და შვილის სამყაროში გვახედებს… საერთაშორისო საკონკურსო სექციის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ჟიურიმ ბენიამინო ბარეზეს „დედაჩემის გაუჩინარება“ დაასახელა“.

ბენიამინო ბარეზე, ფილმის „დედაჩემის გაუჩინარება“ რეჟისორი – „მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალს უაღრესად თბილი ადამიანური და კინემატოგრაფიული შეგრძნებებისთვის – საოცარი იყო! იმედი მაქვს მომავალში ისევ შევხვდებით და მსგავს გამოცდილებებს კვლავ გავუზიარებთ ერთმანეთს… ამ დღეებმა მრავალი დაუვიწყარი მოგონება დაგვიტოვა, ახლაპოლონეთში მივემგზავრებით… დიდი ხანია დედაჩემი ასეთი ბედნიერი არ მინახავს, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ“.

Current Time TV-ს ჯილდო – „მამაჩემი დედაჩემის ძმაა“, რეჟისორი: ვადიმ ილკოვი

კენან ალიევი, Current Time TV-ის აღმასრულებელი რედაქტორი – „Current Time TV-ს ჯილდო გადაეცემა ვადიმ ილკოვის ფილმს „მამაჩემი დედაჩემის ძმაა“, ამ ემოციურსა და ინტიმურ დოკუმენტურ ფილმში რეჟისორი ოჯახური ურთიერთობებსა და იმ ამოუხსნელ კავშირზე მოგვითხრობს, რაც პატარა ბავშვსა და ანდერგრაუნდის არტისტს აერთიანებთ. ფილმი იმ ოჯახზე გვიყვება, რომელიც ბედნიერებისთვის იბრძვის. ამ ჯილდოთი გვინდა აღვნიშნოთ რეჟისორის საოცარი უნარი, რომ რეალობა მხატვრულად გადმოსცეს და  მაყურებელს გმირების ღრმა სამყაროში გაუძღვეს…“

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – „თაფლის მიწა“ რეჟისორები: ლიუბომირ სტეფანოვი და თამარა კოტევსკა

ჟიურის განაცხადი – „ფილმის საოცარი გამოსახულება და ერთი შეხედვით უბრალო ამბავი მრავალ ფილოსოფიურ კითხვას ბადებს. მწერებზე დაკვირვება, რომლებსაც ერთად მუშაობის საოცარი კულტურა აქვთ, ადამიანთა სიხარბეზე დაგვაფიქრებს. ადამიანები რომ მხოლოდ იმის ნახევარს იყენებდნენ, რაც მათი არსებობისთვისაა საჭირო, სამყარო გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ჟიურის სპეციალური აღნიშვნა გადაეცა თამარა კოტევსკასა და ლიუბომირ სტეფანოვს ფილმისთვის „თაფლის მიწა“.

 

Focus Caucasus-ის კონკურსი

საუკეთესო ფილმი – „ჭრილობა“, რეჟისორი: არტურ სუკიასიანი

Jury statement „ამ ფილმის ყველა სცენა განსაკუთრებული კინემატოგრაფიულობით, რიტმითა და ბალანსით გამოირჩევა. ფილმი მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც ისეთ სივრცეში ცხოვრობენ, სადაც დრო თითქოს გაჩერებულია, ჟიურიმ გადაწყვიტა Focus Caucasus-ის სექციის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში არტურ სუკიასიანის ფილმი „ჭრილობა“ დაასახელოს“.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო – „სანამ მამა დაბრუნდება“, რეჟისორი: მარი გულბიანი

ჟიურის განაცხადი – ფილმი საოცარი ოსტატობითა და კინემატოგრაფიულობით გვიყვება ორი გოგონას ამბავს, რომლებიც ყოველდღიურ პრობლემებს სიყვარულისა და ფანტაზიის წყალობით უმკლავდებიან. ამავდროულად ფილმი დღევანდელი სამყაროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემას ეხება. ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრიზი გადაეცა მარი გულბიანს, ფილმისთვის „სანამ მამა დაბრუნდება“.

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა – „მისი საკუთარი ცხოვრება“, რეჟისორი: თამარა მშვენიერაძე

ჟიურის განაცხადი – „ფილმის რეჟისორმა საოცარი სოლიდარობის განცდით გადმოსცა სიცოცხლით სავსე ქალის ამბავი, რომელიც ცდილობს ცხოვრებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ განსაკუთრებული აღნიშვნის ნომინაციაში თამარა მშვენიერაძის ფილმი „მისი საკუთარი ცხოვრება“ დაასახელოს“.

MAC Georgia-Shuki Movida-ს ჯილდო – „მისი საკუთარი ცხოვრება“, რეჟისორი: თამარა მშვენიერაძე

MAC Georgia-Shuki Movida-ს განაცხადი – ამ კატეგორიაში გაერთიანებული სამივე ფილმი – „წარსულის შიში“, „მისი საკუთარი ცხოვრება“ და „მგლების ქვეყანაში“ გადაღებულია მაღალი პროფესიონალიზმით და მაყურებელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა სამყაროზე მოუთხრობს. განსაკუთრებული გულწრფელობითა და ოსტატობით მოყოლილი ნუნუკას ამბავი არის ძლიერსა და გაბედულ ადამიანზე, რომელიც გამოწვევებს არ უშინდება და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ყველაფერს აკეთებს. წლევანდელ ჯილდოს სიხარულით გადავცემთ თამარა მშვენიერაძის ფილმს – „მისი საკუთარი ცხოვრება“.

 

CinéDOC- Young

საუკეთესო ფილმი – იენს პედერსენის ფილმი „ცხოვრება სანაპიროა“ (მაყურებლის რჩეული ფილმი)

 

Сivil Pitch 2019-ის გამარჯვებულები

ჟიურის წევრები: მელანი დე ვოხტი, ზანე ბალკუსი, კენან ალიევი

წარმოების პრიზი (3000 აშშ დოლარი) – „ჩემი დაკარგული სხეული“ – „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“- ნინო ჩიმაკაძე და ალექსანდრე კვატაშიძე

ჟიურის განაცხადი – წარმოების ჯილდო გადაეცა ნინო ჩიმაკაძისა და ალექსანდრე კვატაშიძის კინოპროექტს „ჩემი დაკარგული სხეული“, ფილმი მრავალი ქართული ოჯახის ფარულ სევდაზე ორიგინალური კინემატოგრაფიულობით მოგვითხრობს, რაც ამ ამბავს განსაკუთრებულ სიღრმეს მატებს.

განვითარების პრიზი (500 აშშ დოლარი) – „იდენტობა პროცესში“ – „ახალი ვექტორი“- მარიამ ჯიბუტი და ნინო მემანიშვილი

ჟიურის განაცხადი – განვითარების ჯილდო გადაეცა მარიამ ჯიბუტისა და ნინო მემანიშვილის კინოპროექტს „იდენტობა პროცესში“, რომელიც ქართულ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანეს თემას ეხება და იმ გმირზე მოგვითხრობს, რომელიც ურთულეს გარემოებაში იმედის პოვნას ცდილობს.

Current Time TV-ს პრიზი (1000 აშშ დოლარი) –  „ვიტალი“ – ჩართულობისა და განვითარების ცენტრი: თამარ კაპანაძე და ქეთი გიგაშვილი.

კენან ელიევი, Current Time TV-ის აღმასრულებელი რედაქტორი – ქართული პროექტი თამარ კაპანაძესა და ქეთი გიგაშვილს ეკუთვნის და მოგვითხრობს საქართველოში არსებულ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ ძალაზე. იმედი გვაქვს, რომ ფილმი ექსტრემიზმის შესახებ ადამიანთა ცნობიერებას აამაღლებს, რის შედეგად ისინი შეძლებენ ერთგვარი წინააღმდეგობა გაუწიონ მოძრაობას, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ფილმის ეძღვნება ვიტალის, ვისი ისტორიაც ქართველებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ.

 

New Talents Caucasus-ის გამარჯვებულები

ჟიურის წევრები: მარიამ ჭაჭია, ზანე ბალკუსი, კენან ალიევი

Baltic Sea Forum for Documentaries პრიზი – მაკა გოგალაძეს, კინოპროექტისთვის „რაც თავი მახსოვს“ პროექტის ავტორი მონაწილეობას მიიღებს Baltic Sea Forum for Documentaries-ის ტრენინგზე, რომელიც 2019 წელს რიგაში (ლატვია), 3-7 სექტემბერს გაიმართება.

ზანე ბალკუსი, პიჩინგის ფორუმის წარმომადგენელი (Baltic Sea Forum for Documentaries) – „ჯილდო გადაეცემა პოეტურსა და პირად ამბავზე დაფუძნებულ ფილმს, რომელიც მოგონებებით აწყობილ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც წარსულსა და აწმყოს ერთმანეთთან ორიგინალური და ვიზუალურად კომპლექსური ფორმით აკავშირებს“.

Current Time TV პრიზი (1000 აშშ დოლარი) –  ლეილი გაფაროვას კინოპროექტი „დედები, შვილები და სამშობლო“

სერგეი ტროფიმოვი Current Time TV-ს წარმომადგენელი – „ფილმი მოგვითხრობს ორი ოჯახის, დედებისა და მათი ვაჟების ამბავს, რომლებიც ომისა და მშვიდობის ზღვარზე მყოფ ქვეყანაში ცხოვრობენ. Current Time-ი ყოველთვის მხარს უჭერს ახალბედა ნიჭიერ რეჟისორებს, რომლებიც ფილმებს ყველაზე რთულ ადგილებში იღებენ, სწორედ ამიტომ სიამაყით ვაჯილდოვებთ ლეილი გაფაროვას, ნიჭიერ რეჟისორს აზერბაიჯანიდან კინოპროექტისთვის „დედები, შვილები და სამშობლო“.

Eurasiadoc-ის პრიზები – ჰოვანეს იშხანიანის „ლამაზმანი და ადვოკატი“ და ელენე მიქაბერიძის „ოცნება კადილაკზე“.

მარიამ ჭაჭია, Eurasiadoc-ის წარმომადგენელი – „პროექტი Eurasiadoc-ი ფრანგული პროგრამაა, რომელიც დოკუმენტალისტებს ხელს უწყობს, რომ საკუთარი იდეები ფილმებად აქციონ. პრიზი განკუთვნილია ერთი ქართველი და ერთი სომეხი რეჟისორისათვის, რომელთაც ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ორი კვირის განმავლობაში Eurasiadoc-ი ტრენერებთან ერთად საკუთარი პროექტები განავითარონ. ჩვენი ყურადღება მიიპყრო ორმა გაბედულმა პროექტმა, რომელიც მოგვითხრობს თავისუფლებისთვის ბრძოლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროექტის გმირები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მათ აერთიანებთ ბრძოლა თანასწორობისაკენ და ცდილობენ გაარღვიონ საზღვრები, რომლებიც ადამიანებმა თავად შექმნეს. Eurasiadoc 2019 წლის პრიზი ქართულ რეზიდენციაზე პროექტის განსავითარებლად გადაეცემა ელენე მიქაბერიძის პროექტს „ოცნება კადილაკზე“. ხოლო სომხური რეზიდენციის პრიზი კი ჰოვანეს იშხანიანის პროექტს „ლამაზმანი და ადვოკატი“.

A project of