პრეზენტაცია – New Talents Caucasus

პრეზენტაცია – The New Talents Caucasus

 

წელს ფესტივალის ინდუსტრიული პროგრამის ფარგლებში პირველად გაიმართება პრეზენტაცია – New Talents Caucasus-ი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალბედა და ნიჭიერი სომეხი, ქართველი და აზერბაიჯანელი რეჟისორების დოკუმენტური კინოპროექტების წარდგენას. შერჩეული კანდიდატები CinéDOC Summer School-ის მონაწილეები, Focus Caucasus-ისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამის ფარგლებში შერჩეული რეჟისორები არიან.

პრეზენტაციისთვის სპეციალურად შეირჩა ათი კინორეჟისორი, რომლებსაც ფესტივალი განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს, რომ მათი ახალი კინოპროექტები საერთაშორისო ინდუსტრიის შემდეგი წარმომადგენლების წინაშე წარადგინონ: ზანე ბალკუსი (Baltic Sea Forum for Documentaries), მელანი დე ვოხტი (IDFA Bertha Fund), ბრიჯიდ ო’ში (DOK Leipzig), მარიამ ჭაჭია (Eurasiadoc), კენან ალიევი (Current Time TV) და მანანა სურაძე (საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი).

 

შერჩეული კინორეჟისორები:

 

ანჟელა ფრანგიანი და ინა მხიტარიანი

არტურ სუკიასიანი

ჰოვჰანეს იშხანიანი

მაკა გოგალაძე

ნათია არაბული-ვეგერი

არარატ გრიგორიანი

ლეილი გაფაროვა

ელენე მიქაბერიძე

ანა ჯეგნარაძე

მარი გულბიანი 

 

New Talents Caucasus-ის გამარჯვებულები

 

ჟიურის წევრები: მარიამ ჭაჭია, ზანე ბალკუსი, კენან ალიევი

Baltic Sea Forum for Documentaries პრიზი – მაკა გოგალაძეს, კინოპროექტისთვის „რაც თავი მახსოვს“ პროექტის ავტორი მონაწილეობას მიიღებს Baltic Sea Forum for Documentaries-ის ტრენინგზე, რომელიც 2019 წელს რიგაში (ლატვია), 3-7 სექტემბერს გაიმართება.

ზანე ბალკუსი, პიჩინგის ფორუმის წარმომადგენელი (Baltic Sea Forum for Documentaries) – „ჯილდო გადაეცემა პოეტურსა და პირად ამბავზე დაფუძნებულ ფილმს, რომელიც მოგონებებით აწყობილ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც წარსულსა და აწმყოს ერთმანეთთან ორიგინალური და ვიზუალურად კომპლექსური ფორმით აკავშირებს“.

Current Time TV პრიზი (1000 აშშ დოლარი) –  ლეილი გაფაროვას კინოპროექტი „დედები, შვილები და სამშობლო“

სერგეი ტროფიმოვი Current Time TV-ს წარმომადგენელი – „ფილმი მოგვითხრობს ორი ოჯახის, დედებისა და მათი ვაჟების ამბავს, რომლებიც ომისა და მშვიდობის ზღვარზე მყოფ ქვეყანაში ცხოვრობენ. Current Time-ი ყოველთვის მხარს უჭერს ახალბედა ნიჭიერ რეჟისორებს, რომლებიც ფილმებს ყველაზე რთულ ადგილებში იღებენ, სწორედ ამიტომ სიამაყით ვაჯილდოვებთ ლეილი გაფაროვას, ნიჭიერ რეჟისორს აზერბაიჯანიდან კინოპროექტისთვის „დედები, შვილები და სამშობლო“.

Eurasiadoc-ის პრიზები – ჰოვანეს იშხანიანის „ლამაზმანი და ადვოკატი“ და ელენე მიქაბერიძის „ოცნება კადილაკზე“.

მარიამ ჭაჭია, Eurasiadoc-ის წარმომადგენელი – „პროექტი Eurasiadoc-ი ფრანგული პროგრამაა, რომელიც დოკუმენტალისტებს ხელს უწყობს, რომ საკუთარი იდეები ფილმებად აქციონ. პრიზი განკუთვნილია ერთი ქართველი და ერთი სომეხი რეჟისორისათვის, რომელთაც ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ორი კვირის განმავლობაში Eurasiadoc-ი ტრენერებთან ერთად საკუთარი პროექტები განავითარონ. ჩვენი ყურადღება მიიპყრო ორმა გაბედულმა პროექტმა, რომელიც მოგვითხრობს თავისუფლებისთვის ბრძოლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროექტის გმირები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მათ აერთიანებთ ბრძოლა თანასწორობისაკენ და ცდილობენ გაარღვიონ საზღვრები, რომლებიც ადამიანებმა თავად შექმნეს. Eurasiadoc 2019 წლის პრიზი ქართულ რეზიდენციაზე პროექტის განსავითარებლად გადაეცემა ელენე მიქაბერიძის პროექტს „ოცნება კადილაკზე“. ხოლო სომხური რეზიდენციის პრიზი კი ჰოვანეს იშხანიანის პროექტს „ლამაზმანი და ადვოკატი“.

 

 

A project of