პრაქტიკული ინფორმაცია

ფესტივალის აკრედიტაცია

 

CinéDOC-Tbilisi აკრედიტაციებს ფესტივალის მოწვეულ სტუმრებს, მონაწილეებსა და მედიის შერჩეულ წარმომადგენლებს გადასცემს. აუცილებელია, რომ აკრედიტირებულმა სტუმრებმა კინოთეატრ „ამირანის“ ფოიეში ნულოვანი საშვები აიღონ.

ნულოვანი საშვები ხელმისაწვდომია კინოთეატრ „ამირანში“ ყოველდღე 14:00-დან 21:45 საათამდე 9 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით. ბოლო საშვი კინოჩვენების დაწყებამდე 15 წუთით ადრე გაიცემა. იმ შემთხვევაში თუ ამოიწურება საშვების რაოდენობა, აკრედიტაციის მქონე სტუმრებმა დარბაზში შესასვლელად უნდა დაიკავონ რიგი და დასხდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარჩენილი იქნება თავისუფალი ადგილები.

აკრედიტაციის მქონე სტუმრები მიიღებენ 10%-იან ფასდაკლებას საფესტივალო კაფე Giuliano-ში, რომელიც „ამირანის“ კინოთეატრში მდებარეობს.

 

ბილეთები

 

კინოთეატრ „ამირანის“ ბილეთები ხელმისაწვდომია ონლაინ, ვებგვერდებზე: www.biletebi.ge და www.kinoafisha.ge

ხოლო „არქივის“ ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ „არქივის“ კინოთეატრის სალაროში

გთხოვთ დროულად მობრძანდეთ კინოჩვენებებზე, რადგან ფესტივალი უფლებას იტოვებს, რომ დაგვიანებით მოსული მაყურებელი დარბაზში არ დაუშვას.

 

მისამართები

 

კინოთეატრი „ამირანი“ – მერაბ კოსტავას ქ. 36/1, თბილისი

არქივის კინოდარბაზი (საქართველოს ეროვნული არქივი) – ვაჟა ფშაველას #1, პეკინის ქ. #40 (კინოდარბაზის შესასვლელი), თბილისი

CinéDOC Young-ის ფილმებზე დასწრება თავისუფალია.

A project of