ძმები ოკამურები

Share

ქვეყანა: ჩეხეთი
წელი: 2019
ენები: ჩეხური, ინგლისური, იაპონური (ქართული და ინგლისური სუბტიტრებით)
ხანგრძლივობა: 84 წუთი
რეჟისორი: ფილიპ რემუნდა
ოპერატორი: იაკუბ ჰალუსეკი
მონტაჟი: ბლანკა კულოვა
ხმა: მიხალ გაბორი
პროდიუსერი: პეტრ კუბიცა
აღმასრულებელი პროდიუსერები: ფილიპ რემუნდა, ვიტ კლუსაკი, კატერინა კოვაროვა
სცენარი: ფილიპ რემუნდა

შეიძინეთ ბილეთები ონლაინ

სინოფსისი:

ფილმი სრულიად განსხვავებულ სამ ძმაზეა და გვიყვება არატრადიციული ჩეხურ-იაპონური ოჯახის ამბავს. ტომიო ოკამურა ტურიზმის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენი იყო, ის ახლა წარმატებული პოლიტიკოსია და საზოგადოებას თავის რადიკალური შეხედულებებით ყოფს. მისი უფროსი ძმა - ჰაიატო ოკამურა ქრისტიან-დემოკრატია, რომლისთვისაც წესიერება უმნიშვნელოვანესია. ყველაზე უმცროს ძმას, ოსამუ ოკამურას, ურბანული დიზაინი აინტერესებს და ცდილობს სხვადასხვა ადამიანის აზრი გაიგოს. როგორ ჩამოყალიბდნენ ძმები იმ რთულ გარემოში, სადაც ბავშვობა გაატარეს? მიუხედავად განსხვავებისა, ესმით თუ არა ერთმანეთის? ფილმი მაყურებელს ოჯახის წევრების ინტიმურ სივრცეში ახედებს და აცნობს ძმების რთულსა და კომპლექსურ ურთიერთობას.


ჩვენება: შაბათი / 11 მაისი / 22:00 / ამირანი 4

A project of