სიყვარულით

Share
  • რეჟისორი – ილია ცვეტკოვსკი
  • პროდიუსერი – ატანას გეორგიევი
  • ოპერატორები – დრაგან პაკოვსკი, სამირ ლიუმა, ილია ცვეტკოვსკი, სოტირ ივანოვსკი,
    დიმო პოპოვი, იანე იანკოვი
  • ხმა – ალექსანდარ გიორგევიჩი, ზორან პროდანოვო, ივიცა იანკულოვსკი, ვიქტორ ატანასოვი
  • მონტაჟი – ატანას გეორგიევი
  • მუსიკა – ფოლტინი
  • ხანგრძლივობა – 67 წუთი.
  • წელი – 2017
  • ქვეყანა – მაკედონია

სინოფსისი:

დიონისი ბიოლოგიის მასწავლებელია, რომელიც პენსიაზე გადის. მას 100 ძველი, დაჟანგული მანქანა ჰყავს, რომელთა უმეტესობა არც კი მუშაობს, მაგრამ ყოველღამე მათ გვერდით სძინავს და ამ უჩვეულო კოლექციის მუზეუმად გადაქცევაზე ოცნებობს; მაგრამ მის ოცნებებსა და მისწრაფებებს თავისი საფასური აქვს. ყოველღამით, მასზე ახალგაზრდა ცოლს სახლში მარტო სძინავს, დღის განმავლობაში კი ქორწილებისთვის და დაბადების დღეებისათვის ტორტებს ამზადებს. მუზეუმზე ოცნებაში, ნახევრად გახრწნილი მანქანებით გარშემორტყმული დიონისი, სიცოცხლის სიხარულს სწორედ ჟანგიანი მეტალის გროვაში პოულობს. „სიყვარულით “უბრალო ისტორიაა, მაგრამ უფრო მეტია, ვიდრე უნივერსალური ადამიანური საგა, რომელსაც მოხუცი კაცი წარმოგვიდგენს. ეს არის ფილმი მასწავლებელზე პენსიაზე გასვლის წინ, მის ცოლზე, მის მისწრაფებებსა და მის ოცნებაზე, გახსნას მუზეუმი ამ პატარა და უღიმღამო ქალაქში.


ჩვენება: 8 მაისი / 19:00 / ამირანი 2

A project of