მზიანი ღამე

Share
  • რეჟისორები – სოსო დუმბაძე, ლეა ჰარტლაუბი
  • პროდიუსერები – სოსო დუმბაძე, ლეა ჰარტლაუბი
  • სცენარის ავტორი – სოსო დუმბაძე
  • მონტაჟი – ლეა ჰარტლაუბი
  • ხანგრძლივობა – 85 წუთი
  • წელი – 2017
  • ქვეყანა – გერმანია, საქართველო

სინოფსისი:

2011 წლის 25 დეკემბერს საქართველოს ორთოდოქსული ეკლესიის პატრიარქი, ილია II თავის 34 წლიან მოღვაწეობის დროს აჯამებს როგორც “მზიან ღამეს”.

Found Footage ესეი ფილმი „მზიანი ღამე“ მოგვითხრობს 1989 წლის დასაწყისიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განვითარებულ ქვეყნის პოლიტიკურსა თუ სოციალურ მოვლენებს. სხვადასხვა ფორმატის წყაროებისგან შემდგარი მასალები ასახავს პროტესტს, აჯანყებას, ომებსა და რელიგიურ იდენტობასთან დაკავშირებულ მოვლენებს და ერთადერთ „ჭეშმარიტ“ რელიგიასა და სახელმწიფოს შორის ძალაუფლების გადანაწილებას.

„მზიანი ღამე“ გვიჩვენებს საქართველოს შეუნიღბავ და კომპლექსურ ხედს: ეკლესიის ავტორიტეტის უწყვეტ, აშკარა ზრდას მედიასივრცეში. ამ ვნებათაღელვის პროცესებში პატრიარქი ერთადერთ მუდმივ ფიგურად რჩება. ამ ფონზე რელიგია რადიკალურ ფორმებს იღებს და მიდის იქამდე, რომ მღვდლები ქმნიან ცოცხალ ჯაჭვს, ლიდერობენ რა ათასობით მართლმადიდებელ პროტესტის მონაწილეს და 2013 წლის მაისში იწყებენ ლგბტ აქტივისტებს დევნას თბილისის ქუჩებში. „მზიანი ღამე“ მხოლოდ ინტერნეტში მოპოვებული მასალისგან შედგება და ონლაინ ფორმატშივე ინახება.


ჩვენება: 4 მაისი / 19:00 / ქოლგა | 5 მაისი / 19:00 / ამირანი 2 | 6 მაისი / 21:00 / ბექსთეიჯი

A project of