ლიკუ, რუმინული ამბავი

Share
  • რეჟისორი და სცენარის ავტორი – ანა დუმიტრესკუ
  • პროდიუსერები – ჯონათან ბოისეი, ანა დუმიტრესკუ
  • ოპერატორი – ანა დუმიტრესკუ
  • ხმა – ჯონათან ბოისეი
  • იდეის ავტორი – ანა დუმიტრესკუ
  • მონტაჟი – ანა დუმიტრესკუ
  • ხანგრძლივობა – 86 წუთი
  • წელი –  2017
  • ქვეყანა – რუმინეთი

სინოფსისი:

„ლიკუ, რუმინული ამბავი“ ისტორიაში დაკარგული ადამიანის ცხოვრებაზეა. 92 წლის კაცი, რომელმაც მოასწრო ეცხოვრა ძირითადი ისტორიული მოვლენების დროს, როგორებიცაა, ომი, მშვიდობა, კომუნიზმი, რევოლუცია და მისი შემდგომი პერიოდი. გაიარა ტანჯვა, უყვარდა და ტიროდა 92 წლის განმავლობაში.

ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, მაგრამ ამასთან ერთად არის ფილმი დროის მსვლელობასა და მოხუცებულობაზე. ყოფისა და დამარცხების რეფლექსიაა. ლიკუს ამბავი, სხვა ისტორიებივით სუბიექტურია. ეს არ არის ფილმი ისტორიაზე, არამედ არის ზღაპარი, რომლის გმირის სახელი არის ლიკუ.

ხშირ შემთხვევაში, თითოეული ჩვენგანი იდენტიფიცირებას ახდენს ფილმში მოთხრობილ ისტორიასთან. ლიკუს ცხოვრება შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ჩვენგანის ისტორია, რადგან ეს ამბავი უნივერსალობას ასხივებს. ლიკუს ამბავი გადაღებულია დახურულ კარს მიღმა. იგი მოხუცებულობის ასაკში მოგონებებთან დარჩა მარტო. ფილმი სავსეა გმირებითა და სიცოცხლით. მისი საყვარელი მეუღლე ლულუ ამის ნათელი მაგალითია. ასევე მისი საყვარელი ძმა ვიორელი, რომელიც 37 წლის ასაკში გარდაიცვალა... სახლში ყველა საგანს ხასიათი აქვს და თითქოს ჩვენ თვალწინ ცოცხლდებიან: სახლი ანაწევრებს დროს, ქანქარა ბაძავს გულისცემას, ტელევიზორი არღვევს სიჩუმეს... ფილმის თითოეული კადრი ალბომის ფოტოსურათივითაა. დღევანდელობა იქცევა ხვალინდელ დღედ. აწმყო უკვე წარსული გახდა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ლიკუ დროის წიგნის გადასაფურცლად გიწვევთ.

ჩვენება: 4 მაისი / 18:00 / ამირანი 3 | 8 მაისი / 18:00 / ამირანი 3

A project of