ქრეიგსლისტ ოლსტარი

Share
  • რეჟისორი – სამირა ელაგოსი
  • პროდიუსერი – სამირა ელაგოსი
  • ოპერატორი – სამირა ელაგოსი
  • მონტაჟი – სამირა ელაგოსი
  • ხანგრძლივობა – 65 წუთი.
  • წელი –  2016
  • ქვეყანა – ფინეთი

სინოფსისი:

ქრეიგსლისთი ერთგვარი ციფრული ტომარაა, სადაც ყველას შეუძლია ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება: უძრავი ქონების გაყიდვის რეკლამიდან დაწყებული სამსახურის ვაკანსიებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ქრეიგსლისთის განყოფილება “მამაკაცი ეძებს ქალს” ალტერნატიული გაცნობის საიტების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. რეჟისორმა სამირა ელაგოსმა ქრეიგსლისთი გამოიყენა სხვადასხვა ტიპის მამაკაცების გასაცნობად. კერძოდ, ილუზიონისტის, სადისტური ვიდეო არტისტის, მსუბუქი პორნოგრაფიის რეჟისორის. მან ონლაინ შეხვედრები ძალიან გულწრფელი და გამჭვირვალე სტილით გადაიღო. ეს წარმოდგენის არტისტი თავის თავს ქცევით მკვლევრად თვლის, თუმცა არავითარ შემხვევაში არ არის ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებელი. რეალურად, ის მაცდური და რისკიანია. ზოგჯერ ურთიერთობები ვითარდება, მაგრამ ძირითადი შედეგი შემაშინებელი სიტუაციაა, რომელსაც ფონად ძალადობა გასდევს. მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა აქ ყველა რაღაც მხრივ მარტოსულია. ელაგოსი საკუთარ თავს მამაკაცების მზერის ობიექტად აქცევს, რომელიც ამ მზერას იღებს და შემდეგ უკან აბრუნებს.

ჩვენება: 12/05 - 20:30 - Backstage, 16/05 - 18:00 - რუსთაველი 5

A project of