უცხო სამოთხეში

Share
  • რეჟისორი – გუიდო ჰენდრიქსი
  • პროდიუსერი – ფრანკ ვან დენ ენგელი
  • ოპერატორი – ემო ვეემჰოფი
  • ხმა – ტიან ჰაზენი
  • მონტაჟი – ლოტ როსმარკი
  • ხანგრძლივობა – 72 წუთი.
  • წელი – 2016
  • ქვეყანა – ნიდერლანდები

სინოფსისი:

"ჩვენ შენ არ გვჭირდები. ჩვენ უბრალოდ ამის გაკეთება არ შეგვიძლია"; საკლასო ოთახში მასწავლებელი, მათემატიკის დახმარებით, დევნილებს უხსნის თუ რის ფასად უწევს საზოგადოებას მათი მიღება. თავშესაფრის მაძიებლები ცდილობენ მათემატიკურ მაჩვენებლებს ყურადღება არ მაიქციონ, არ დაიჯერონ რასაც მასწავლებელი ამბობს. ისინი იმუშავებენ, არა? და საზოგადოებას სარგებელსაც მოუტანენ. მასწავლებელი აქარწყლებს მათ ილუზიებს. დევნილთა ნახევარი ხომ ვერასდროს იპოვის სამსახურს. რეჟისორი და სცენარის ავტორი გუიდო ჰენდრიქსი სამ მოქმედებაში ხსნის მიგრანტთა კრიზისის ევროპულ ხედვას. მასწავლებელი ვალენტინი მიგრანტთა სამი ჯგუფიდან სამივესთან სხვადასხვაგვარ მიდგომას ცდის: პირველ ჯგუფს იგი უყურადღებოდ ეპყრობა; შემდგომს სრულ თანაგრძნობას უცხადებს, მესამე ჯგუფში არსებულ მიგრანტთა მიმართ კი კეთილ ნებას იჩენს. ბოლო ნაწილში ის წარმოგვიდგენს რეალურ ევროპულ საიმიგრაციო პოლიტიკას მისი თანმხლები სირთულეებით. ჰენდრიქსი გვიჩვენებს დევნილების ოცნებათა შეჯახებას რეალობასთან და გვაიძულებს უკეთ დავფიქრდეთ ჩვენი პოზიციის შესახებ. არის კი ჰუმანური სხვისი ცხოვრების კატეგორიზაცია? დილემის აბსურდულობა მოთხრობილია ამ პოლიტიკური ესეს პროლოგსა და ეპილოგში.

ჩვენება: 12/05 - 20:00 - ამირანი 3, 14/05 - 18:00 - ამირანი 3

A project of